Thumbnail

‘ისეთები აკეთა, ყველა შოკში ჩააგდო’ – ჯანოს ისტორია კიევის დინამოს პერიოდიდან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ‘ყველას ატყუებდა და გოლები ისე გაჰქონდა’
  • უკრაინელმა ფეხბურთელმა ანანიძეზე ისაუბრა

უკრაინის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე კოლოსის მცველმა ალექსეი ზოზულიამ კიევის დინამოს აკადემიაში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა და ჯანო ანანიძესთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია გაიხსენა.

“მაშინ ჩვენს გუნდში არაერთი ნიჭიერი ბიჭი იყო, თუმცა, მაინც ანანიძეს გამოვარჩევდი, რომელიც შემდეგ სპარტაკში წავიდა და იქ 10 წელზე მეტი გაატარა. როდესაც ის საქართველოდან დინამოს აკადემიაში ჩამოვიდა, ვერავინ გაიგო, იქ რას აკეთებდა. შემდეგ, გუნდი კონოტოპში ტურნირზე წავიდა და იქ მოხდა ყველაფერი. ჯანო ყველას ატყუებდა და გოლებს ისე იტანდა. ყველანი შოკში იყვნენ. მან ჩვენთან წელიწადნახევარი გაატარა, თუმცა, დინამოსთან რაღაც არ გამოუვიდა, სპარტაკში გადავიდა და უკვე 18 წლის ასაკში მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა”.

ცნობისთვის, ანანიძე კიევის დინამოში 2005-07 წლებში ირიცხებოდა, შემდეგ სპარტაკს მიაშურა და იქ 2020 წლის დასაწყისამდე დაჰყო, სანამ კვიპროსულ ანორთოსისში გადაბარგდებოდა. აღნიშნულ პერიოდში, ის, მოსკოველებს როსტოვსა და კრილია სოვეტოვშიც ჰყავდათ განათხოვრებული. ჯანოს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2009 წელს ჰქონდა.

📋 მეტი ამ თემაზე:

'ჯანოს დანახვისას, თვალებს ვერ ვუჯერებდი' - რუსეთში ანანიძის ფინტი ახსოვთ

'მეგონა, დიდი ფეხბურთელი გახდებოდა' - სპარტაკის ბრაზილიელი ანანიძეზე

კომენტარები

ბოლო ამბები