Thumbnail

‘ყოველთვის გვეყვარები’ – დამშვიდობება ჰიუსტონის ჰიტის ფონზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'არასოდეს შეიცვალო, მამუკა' – პოსტი სოციალურ ქსელში
  • მსოფლიო რაგბიმ გორგოძეს სპეციალური ვიდეო მიუძღვნა

მას შემდეგ, რაც ქართული რაგბის ლეგენდამ მამუკა გორგოძე კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გაავრცელა, არაერთი გამოხმაურება გამოჩნდა.

გორგოძეს თბილი სიტყვები მსოფლიოში ცნობილმა მორაგბეებმა უძღვნეს, ამჯერად კი, აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ყურადღება მსოფლიო რაგბიმაც დაუთმო.

ორგანიზაციამ გორგოძეს სპეციალური ვიდეო მიუძღვნა, რომელსაც ფონად უიტნი ჰიუსტონის ჰიტი I Will Always Love You (მე შენ ყოველთვის მეყვარები) გასდევს. პოსტის დასაწყისში ვკითხულობთ – “არასოდეს შეიცვალო, მამუკა”, ვიდეოს ბოლოში კი მინაწერია – “ჩვენ მოგვენატრები”.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის გორგოძის ბორჯღალოსანთა რიგებში დებიუტი 2003 წელს შედგა, ბოლოს კი, მან 2019 წლის მსოფლიო თასზე ითამაშა. ქართველ მორაგბეს ფრანგული მონპელიეს რიგებში 9 სეზონი აქვს გატარებული, 2014 წლიდან კი ტულონში ირიცხება.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები