Thumbnail

‘რატომღაც, ის ბევრს ავიწყდება’ – ყაზაიშვილი MLS-ის რჩეულთა შორის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ‘ვაკოს საოცარი გარღვევები და დიდი პოტენციალი აქვს’
  • ქართველ ფეხბურთელი ყველაზე ტექნიკურებში დაასახელეს

ამერიკის საფეხბურთო ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ტურნირის ყველაზე ტექნიკური 12 მოთამაშე ჩამოთვალა და მათ შორის სან ხოსეს ერთ-ერთი ლიდერი ვაკო ყაზაიშვილიც შეიყვანა. MLSsoccer-ის აზრით, ქართველი ფეხბურთელის შესაძლებლობები ბევრისთვის ცნობილია, თუმცა, რატომღაც მასზე მაინც ნაკლებს საუბრობენ.

ვაკო ყაზაიშვილი

შესაძლოა, ეს, ბევრს გამორჩა ანაც სათანადო ყურადღება არ მიაქცია: გასულ სეზონში წარმატებული დრიბლინგების მხრივ, ყაზაიშვილი პირველ ადგილზე გავიდა და ეს, მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში, კარლოს ველაზე 800 წუთით ნაკლები ითამაშა. ვაკოს საოცარი გარღვევები და დიდი პოტენციალი აქვს, მიუხედავად ამისა, ლიგის საუკეთესო ფეხბურთელების ჩამოთვლისას, ის ბევრს ავიწყდება ხოლმე.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ყაზაიშვილი სან ხოსეს ღირსებას 2017 წლიდან იცავს და 78 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი, რაც ნახევარმცველისთვის საკმაოდ კარგი შედეგია. მისი პირველი უცხოური კლუბი ჰოლანდიური ვიტესი იყო, შემდეგ კი, იჯარით პოლონურ ლეგიაშიც ითამაშა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვაკო 2014 წლიდან ასპარეზობს.

ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას სან ხოსემ MLS-ის 2019 წლის რეგულარული სეზონი დასავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-8 ადგილზე დაასრულა და პლეი ოფის საგზურის გარეშე დარჩა. შარშან ვაკომ 32 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა.

2020 წლის ჩემპიონატში, სანამ პაუზა გამოცხადდებოდა, სან ხოსემ ორი შეხვედრის ჩატარება მოასწრო – პირველი ტორონტოსთან ფრედ (2:2) ითამაშა, მეორე კი მინესოტასთან დათმო (2:5). ვაკომ ორივე მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, ბოლო შეხვედრაში კი გოლით გამოირჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები