Thumbnail

შეხვდი ძიუდოისტს - 8 რამ, რაც ნიკოლოზ შერაზადიშვილზე უნდა იცოდეთ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ნიკოლოზ შერაზადიშვილზე ვიდეო გამოაქვეყნა
  • საინტერესო ფაქტები 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონის შესახებ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ნიკოლოზ შერაზადიშვილმა რამდენიმე კითხვას უპასუხა. ნიკოლოზმა რუბრიკაში 'შეხვედი ძიუდოისტს' საყვარელი ძიუდოისტი, გმირი, საჭმელი და მუსიკა დაასახელა.

ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ტოკიოს ოლიმპიადის ერთ-ერთი ფავორიტი იყო. მან 2018 წელს ბაქოში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

რატომ დაიწყე ძიუდო? - 10 წლის ვიყავი, როდესაც ძიუდოზე შევედი, რადგანაც მამაჩემიც ძიუდოისტი იყო.

საყვარელი ილეთი - უჩი მატა.

საყვარელი მუსიკოსი - ბევრ მუსიკოსს ვუსმენ, თუმცა ფავორიტი ბრუნო მარსია.

საყვარელი საჭმელი - ხინკალი

გმირი - მუჰამედ ალი

საყვარელი ძიუდოისტი - ვარლამ ლიპარტელიანი

ძიუდოისტი რომ არ ყოფილიყავი - ამ შემთხვევაში წყალბურთელი გავხდებოდი

საუკეთესო მოგონება - 2018 წლის ბაქოს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოგებული ოქროს მედალი. საქართველოსთან აზერბაიჯანი ახლოსაა და ბევრი ქართველი დაესწრო ჩემს ჩემპიონობას.

კომენტარები

ბოლო ამბები