Thumbnail

ტაისონი მაგარ ფორმაშია - 53 წლის მაიკი რინგზე გასასვლელად ემზადება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე საგამოფენო ბრძოლებში მონაწილეობას აპირებს
  • 53 წლის მაიკ ტაისონი დიდი მონდომებით ვარჯიშობს და შესაშურ ფორმას აჩვენებს

კრივში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა მაიკ ტაისონმა თავისი ამჟამინდელი ფიზიკური ფორმა გვიჩვენა. 53 წლის მაიკი საქველმოქმედო შეჯიბრებებისთვის ემზადება და სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მუშაობს ლეგენდარული მოკრივე წვრთნელის თანდასწრებით დარტყმაზე.

"ორ საათს ველოსიპედსა და სარბენ ბილიკს ვუთმობ, მსუბუქი წონებით ვაკეთებ 250-300 აწევას. შემდეგ 25-30 წუთს დარტყმაზე ვმუშაობ. ფორმაში ვდგები", - ყვება ტაისონი, რომლის დარტყმის სისწრაფით თუ ვიმსჯელებთ, მშვენიერ ფორმაშია.

თანხა, რომლის გამომუშავებას ტაისონი საგამოფენო ბრძოლებით იმედოვნებს, იმ საქველმოქმედო ორგანიზაციებს მოხმარდება, რომლებიც ნარკოდამოკიდებულ და უსახლკარო ადამიანებზე ზრუნავენ.

მაიკ ტაისონმა, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი იყი მძიმე წონაში, პროფესიონალურ კარიერაში 56 ბრძოლა ჩაატარა. მან 44 მეტოქე ნოკაუტში გაუშვა, ხოლო საერთო ჯამში 50 მოგება დააგროვა. "რკინის მაიკი" რინგს 2005 წელს დაემშვიდობა, როცა ზედიზედ რამდენჯერმე შედარებით სუსტ მოკრივეებთან დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები