Thumbnail

UWW: ხინჩეგაშვილის ჩემპიონობა - საოცარი ქამბექი რუს ჩაკაევთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 2017 წელს ნოვი სადში ევროპის ჩემპიონი გახდა
  • ქართველი მოჭიდავე ანგარიშით 0:5-ს აგებდა, მაგრამ მოგება მაინც შეძლო

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ "იუთუბის" ოფიციალურ არხზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ვიდეო გამოაქვეყნა. ფედერაციამ 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი გაიხსენა, რომელშიც ქართველი მოჭიდავე რუს ახმედ ჩაკაევს დაუპირისპირდა.

ჩაკაევი ბრძოლას ანგარიშით 5:0-ს იგებდა, რის შემდეგაც ხინჩეგაშვილმა ქულების აღება შეძლო. ქართველმა მოჭიდავემ 4:7-დან ზედიზედ 6 ქულა აიღო და ოქროს მედალიც მოიპოვა. ეს ბრძოლა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეულია.

ხინჩეგაშვილმა ფინალამდე ანდრეი პრეპელიტა (მოლდოვა), ახმედნაბი გვარზატილოვი (აზერბაიჯანი), პეტრო ბილეიჩუკი (უკრაინა) დაამარცხა.

ვლადიმერს ევროპის ჩემპიონატებზე 7 მედალი აქვს აღებული: 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

კომენტარები

ბოლო ამბები