Thumbnail
  • ვერნერი ლივერპულისადმი სიმპათიას დიდი ხანია არ მალავს
  • გერმანელი ფეხბურთელის შეძენა რამდენიმე კლუბს უნდა

ტიმო ვერნერი თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფორვარდია. გერმანელით ევროპის მასშტაბით საკმაოდ ბევრი გრანდი ინტერესდება. ბოლო პერიოდში 24 წლის ფეხბურთელის სახელს მიუნხენის ბაიერნსა და ლივერპულს უკავშირებენ.

ლაიპციგის ფეხბურთელი 2019/20 წლების სეზონს, სანამ ის კორონავირუსის გამო შეწყდებოდა, მაღალ დონეზე ატარებდა. ვერნერმა ბუნდესლიგის 25 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. ტიმო კარგი იყო ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც მან თავი 4 გატანილი გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

გერმანელის ტრანსფერი განსაკუთრებით სურს მიუნხენის ბაიერნს, თუმცა თავად ტიმო დიდი ხანია სიმპათიას არ მალავს იურგენ კლოპის ლივერპულისადმი. თავად ინგლისელებსაც ძალიან სურთ ვერნერის დამატება და გავრცელებული ინფორმაციით, "მერსისაიდელები" ფეხბურთელთან აქტიურ მოლაპარაკებას მართავენ.

"უცხო ლიგაში გადასვლა ჩემთვის უფრო მიმზიდველია, ვიდრე მიუნხენის ბაიერნში თამაში" - განუცხადა ფორვარდმა Bild-ს.

აშკარაა, რომ ტიმოს ლაიპციგის მოწინააღდეგე გუნდში გადასვლა არ სურს. ფეხბურთელის ამ განცხადების შემდეგ, ბაიერნის შანსებმა იკლო. გერმანელ ფეხბურთელს ლაიპციგთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ვერნერი კლუბს მომავალ ზაფხულს გამოიცვლის.  

კომენტარები

ბოლო ამბები