Thumbnail

ევროპაბეთის უფასო რეკლამით უკვე 30-მდე ბიზნესი სარგებლობს

  • 1 მილიონი ჩვენება საჩუქრად მცირე და საშუალო ბიზნესს
  • პოპმედიაში რეკლამის განთავსების სურვილი ასამდე ბიზნესმა გამოთქვა
  • ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

1 მილიონი ჩვენება საჩუქრად - ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა ევროპაბეთმა 25 აპრილს გამოაცხადა. პროგრამაში ჩართვის სურვილი 2 დღეში 100-მდე მეტმა ბიზნესმა გამოთქვა. კომპანიების რეკლამა პოპმედიის სამივე პორტალზე popsport.com, popmusic.ge და popx.ge მაისის ბოლომდე უსასყიდლოდ განთავსდა.

ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა ევროპაბეთის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის responsible.ge ნაწილია. 

“პროგრამის დასაწყისში დავაანონსეთ, რომ მასში ჩართული ბიზნესის რეკლამას მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში მილიონჯერ ნახავდა. იმის გამო, რომ პოპმედია სამ პლატფორმას აერთიანებს, არსებული სარეკლამო სივრცის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოსაყენებლად, შემოსული განაცხადებიდან არჩევანი მცირე და საშუალო ბიზნესებზე გავაკეთეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ COVID-19-ის რეალობაში მათ მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდებათ. საბოლოოდ, ჩვენი პროექტი მომხმარებელთან დაკავშირების სირთულეების გადალახვაში 30-მდე ბიზნესს დაეხმარება,“ - აცხადებს ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი, პროექტის responsible.ge ხელმძღვანელი ლაშა გოგუა. 

პროგრამაში ჩართული ბიზნესები:

  • NairNairi - ნაირნაირი თასმებისა და მაისურების ბრენდი

  • Shno - შნო - ლითონისა და ხის ავეჯის ქართული საწარმო 

  • Medsoft - სამედიცინო დაწესებულებების მართვის სისტემა 
  • Mob.ge - ონლაინ პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეადაროს მობილურების ფასები საქართველოში არსებულ სხვადასხვა მაღაზიებს შორის სახლიდან გაუსვლელად
  • Music House - “მუსიკის სახლი” მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიაა, რომელიც 16 წელია არსებობს და ამ დროისათვის, თბილისსა და ბათუმში 3 მაღაზიის სახით არის წარმოდგენილი
  • Dé Aure - ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი, რომელიც მომხმარებელმა საქართველოს თემატიკაზე შექმნილი ნივთებით გაიცნო
  • Luni.com.ge - კომპანია ლუნი მომხმარებელს პროექტირების, დაგეგმვისა და რემონტის მართვის მომსახურებას სთავაზობს
  • Makhati Game – ქართული არასერიოზული სამაგიდო თამაში
  • On-shop.ge; Hap.ge; Altex.ge; Bauma.ge - საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სარემონტო მასალების ონლაინ მაღაზიები
  • Green Residence - დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2011 წლიდან არსებობს
  • Leaf.ge - ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი
  • Kolo - ავტომობილის რეცხვის სერვისი
  • Guide Batumi - ბათუმის ელექტრონული გზამკვლევი
  • GIFme - GIF-ებისა და ფოტოების გადამღები აპარატი, რომელიც ასევე ადგილზევე ბეჭდავს გადაღებულ ფოტოებს. აპარატი განკუთვნილია წვეულებებისა და ღონისძიებების გასახალისებლად
  • Buppee - დაბადების დღეების ონლაინ პლატფორმა, სადაც საჩუქრებს თავად იუბილარები ირჩევენ, ხოლო მეგობრები სწორედ ამ არჩევანის საშუალებას ჩუქნიან მათ

პოპმედია სამ საინფორმაციო ვებპორტალს აერთიანებს. საიტებს popsport.com, popmusic.ge და popx.ge დღეში საშუალოდ 100 000-მდე უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს და სპორტის, მუსიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ უახლეს ამბებს, საინტერესო სტატიებსა და სხვადასახვაგვარ გასართობ მასალას ეცნობა. 

ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი ბიზნესის პოლიტიკის გაგრძელებაა. პასუხისმგებლიანი თამაშის მასშტაბური კამპანია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ეს არის პასუხისმგებლობა ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. კამპანიის ფარგლებში ფუნქციონირებს ვებგვერდი responsible.ge, სადაც დეტალურად არის აღწერილი ყველა ის ინოვაციური თუ კარგად გამოცდილი ტექნოლოგია და მეთოდი, რითაც ევროპაბეთის მომხმარებლები სარგებლობენ. 

ევროპაბეთი 2015 წელს მთლიანად გადავიდა შვედური კომპანია BETSSON-ის (17 ბრენდი 10 ქვეყანაში) მფლობელობაში. პასუხისმგებლიანი თამაშის ქართულ ბაზარზე დანერგვა BETSSON-ის ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა.

კომენტარები

ბოლო ამბები