Thumbnail
  • ბექა გიგაშვილი ტულონის წლის საუკეთესო ლელოს ავტორობისთვის იბრძვის
  • წლის საუკეთესო ლელოს გულშემატკივრები ხმის მიცემით გამოავლენენ

რთულია, ბექა გიგაშვილის საოცარი პროგრესი ვერ შეამჩნიო. ქართველმა მორაგბემ ჯერ გრენობლში გამოიჩინა თავი, რის შემდეგაც ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, ხოლო რამდენიმე თვეში ის ტულონის წევრი გახდა და ფრანგულ კლუბში მამუკა გორგოძეს შეუერთდა.

ბექამ შეწყვეტილ სეზონში რამდენიმე ლელო დადო. ქომაგებმა ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. რაც მთავარია, ''ბორჯღალოსანი'' პროგრესს არ წყვეტს და ტულონის ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება.

ფრანგულმა კლუბმა სეზონის შეჯამება დაიწყო. მათ 16 ლელო აარჩიეს და ქომაგებს ხმის მიცემით წლის საუკეთესო ლელოს გამოვლენის საშუალება მისცეს. ტულონმა ბექას მიერ ბაიონასთან დადებული ლელო გამოარჩია.

გიგაშვილის მეტოქე მერვედფინალში სვენ რებაჯი იყო, რომელსაც ქართველმა მარტივად აჯობა. მან ქომაგების ხმათა 63% მოაგროვა და მეოთხედფინალში გავიდა.

ბექას მეტოქე მეოთხედფინალში ბაპტისტ სერინია. საფრანგეთის ნაკრების მორაგბეს ქართველის დამარცხება ლონდონ აირიშთან დადებული ლელოთი უწევდა, თუმცა ბექა აქაც ლიდერია და ხმების 68%-ით მეტოქეს ამარცხებს. ხმის მიცემა ყველას შეუძლია. იმედია, ქართველი ქომაგი გიგაშვილს კარგ სეზონს დაუფასებს და ის ტულონის წლის საუკეთესო ლელოს ავტორი გახდება.

კომენტარები

ბოლო ამბები