Thumbnail

'რაგბის დააკლდება, ნამდვილი მეომარი' - მონპელიეს ქომაგები გორგოძეზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მონპელიეს ქომაგები მამუკა გორგოძის კარიერის დასრულებას გამოეხმაურნენ
  • ფრანგი ქომაგების კომენტარები ქართული რაგბის ლეგენდაზე სასიამოვნო წასაკითხია

კორონავირუსის პანდემიის გამო, მამუკა გორგოძემ სარაგბო კარიერა ნაადრევად დაასრულა. მისი ყოფილი გუნდი მონპელიე ამ ფაქტს გამოეხმაურა. მათ მამუკას მადლობა ქართულად გადაუხადეს.

მამუკამ მონპელიეში 9 წელიწადი ითამაშა, რა დროშიც 168 მატჩი ჩაატარა და 27 ლელო დადო. კლუბის ქომაგებმა მამუკა გორგოძის პოსტზე რამდენიმე კომენტარი დატოვეს. მათი წაკითხვა კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, თუ რამდენად დიდი კვალი დატოვა ფრანგულ რაგბიში ქართველმა მორაგბემ.

Nathalie Thavonekham - დიდებული ადამიანი 👌👍🙏

Nicolas Faure  - მებრძოლი, რომელიც ყველას გვიყვარდა. მადლობა მამუკა! 👏😃

Fabrice Maurin - ნამდვილი მებრძოლი, მიყვარს ეს ადამიანი. მადლობა, ბატონო მამუკა, ბრწყინვალე თავგადასავლისთვის 😊👍💪💪💪

Stéphane Malié - მქონდა ბედნიერება, რომ მონპელიეში მისი დებიუტი მენახა. მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქომაგებზე თავის მონდომებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით. წარმატებას გისურვებ, მამუკა.

Ange Leoni - ის ამ სპორტს მოენატრება. ნამდვილი მეომარი.

Pierre-Olivier Coste - ამ მოთამაშეს დიდ პატივს ვცემ. ვფიქრობ, რომ ის ფანტასტიკური იყო და ქართული რაგბი მისით კიდევ ამაღლდა. მადლობა გულიდან.

Stéphane Imart - ტულონთან ასოცირდება მისი ჯადოსნურობა, თუმცა მონპელიეში როცა იყო, მას თვალებში ვარსკვლავები ურბწყინავდა. მოკლედ, მამუკამ კლუბში თავისი კვალი დატოვა. მადლობა👏👏

Vincent Rs - კლუბის ისტორიაში ყველაზე სახიფათო მოთამაშე 💪🏻❤️👍🏻

Marie France Lavigne - მოედანს ნამდვილად მოენატრება ეს მორაგბე.

კომენტარები

ბოლო ამბები