Thumbnail

მადლობა ქართულად მონპელიესგან - ფრანგული კლუბის პოსტი გორგოძეზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მამუკა გორგოძის კარიერის დასრულებას მისი ყოფილი გუნდი გამოეხმაურა
  • ქართული რაგბის ლეგენდა მონპელიეში 2005 წლიდან 2014 წლამდე თამაშობდა

კორონავირუსის პანდემიის გამო, სპორტული მოვლენები შეჩერდა. საფრანგეთში კი სპორტი სექტემბრამდე დაივიწყეს. შესაბამისად, სპორტული ლიგები შეწყდა.

სამწუხაროდ, კორონავირუსის გამო, მამუკა გორგოძეს კარიერის დასრულება ნაადრევად მოუწია, რასაც მისი ყოფილი გუნდი მონპელიე გამოეხმაურა. ფრანგულმა კლუბმა ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და მამუკას მადლობა ქართულად გადაუხადა.

''ის ჩვენი კლუბისა და ამ სპორტის ლეგენდაა. მამუკამ 2005 წელს ჩაიცვა მონპელიეს ფორმა და 2014 წელს დაემშვიდობა კლუბს. მან წარუშლელი კვალი დატოვა. გასაგებია, რომ ამ გარემოებების გამო, მას ღირსეულად ვერ ვაცილებთ, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს მისი კარიერა და პატივი უნდა ვცეთ მას. დიდი მადლობა, მამუკა'', - წერს მონპელიეს ოფიციალური გვერდი.

Avec lui, c’est une légende de notre club et de notre sport qui tire sa révérence. Arrivé sur la pointe des pieds en...

Posted by Montpellier Hérault Rugby page officielle on პარასკევი, 01 მაისი, 2020

ქართველმა მორაგბე მონპელიეში 2005 წელს აღმოჩნდა, რის შემდეგაც კლუბში მან 9 წელიწადი გაატარა და ტულონში გადავიდა. მამუკამ მონპელიესთან ერთად 2010-2011 წლების სეზონის ფინალი დათმო. გუნდმა ტულუზთან 10:15 წააგო. ფრანგულმა გამოცემა L'Équipe-მა გორგოძე იმ სეზონის საუკეთესო უცხოელ მოთამაშედ დაასახელა.

კომენტარები

ბოლო ამბები