Thumbnail

‘საშუალოდ 50-60 ქულას ჩააგდებდა’ - ჯორდანს დღესაც ვერავინ გააჩერებდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'თუკი მას ხელებზე არ შეეხებოდით, როგორ უნდა აეცილებინა?'
  • ჯორდანის აგენტის აზრით, მაიკლს NBA-ს თანამედროვე სტილი უფრო მოეწონებოდა

ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის აგენტი დევიდ ფოლკი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ამჟამად არსებულ წესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მაიკლი თანამედროვე ლიგაში საშუალოდ 50-60 ქულას თავისუფლად ჩააგდებდა.

“დღეს, NBA-ში სულ სხვაგვარი სიტუაციაა. დამცველები ხელს თითქმის არ გიშლიან, ხელებზეც არავინ გეკიდება. ამ ფონზე, მჯერა, რომ საუკეთესო ფორმაში მყოფი ჯორდანი საშუალოდ 50-60 ქულას მაინც მოაგროვებდა. მას თამაშიდან 75%-იანი სიზუსტე გარანტირებულად ექნებოდა. თავად გაიაზრეთ, თუკი მაიკლს ხელებზე არ შეეხებოდით, როგორ უნდა აეცილებინა?”.

შეგახსენებთ, რომ ჯორდანი ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ კალათბურთელად ითვლება. მას კარიერის საუკეთესო წლები ჩიკაგო ბულსში (1984-1993) აქვს გატარებული, NBA-ს 6-გზის (1991, 1992, 1993, 1996, 1997, 1998) ჩემპიონია და თანაც ყველა აღნიშნული ფინალის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) ხდებოდა. მას ლიგის ოლ სტარში 14-ჯერ უთამაშია. ფოლკისა და ჯორდანის თანამშრომლობა სათავეს ჯერ კიდევ 1984 წლიდან იღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები