Thumbnail

ტყავი და 2 ზომით დიდი ტანსაცმელი - როგორი იყო საფეხბურთო მოდა 90-იანებში

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ფეხბურთელების ჩაცმულობა გასული საუკუნის ბოლოს
  • 90-იანებში ბევრი ფეხბურთელის გზა და მოდის სამყაროსთან გადაიკვეთა

შეიძლება დავიდ ჟინოლა ფეხბურთს სერიოზულად არ უყურებდა, მაგრამ თუ საქმე ჩაცმას ეხებოდა, პროვანსელი ფრანგი არასოდეს ხუმრობდა. 'ლორეალის' სახეს - ხშირად შეხვდებოდით მოდის სხვადასხვა გამოცემების გვერდებზე.

ჟინოლას გზას მალე დევიდ და ვიქტორია ბექჰემებიც დაადგნენ... ზოგადად 90-იანების ფეხბურთელების ჩაცმის სტილი 2 ზომით დიდი კოსტუმებით და ფერადი ტანსაცმლით ხასიათდება. ასეთი ვიზუალით ფოტოკამერებთან გამოჩენას მაშინ მოთამაშეები არ ერიდებოდნენ.

გალერეაში შეხვდებით რამდენიმე ფოტოს, რომელიც ამ წლების საფეხბურთო მოდას ასახავს. ალბათ გახსოვთ, რომ 2 ზომით დიდი ტანსაცმლის ტარების ტრენდი მოედანზე გასვლის დროსაც აქტუალური იყო და მაშინდელი სათამაშო თუ სავარჯიშო ეკიპირებისთვისაც დამახასიათებელი გახლდათ.

საფეხბურთო მოდა და 90-იანი წლები

დავიდ და კორელინ ჟინოლები V ვიქტორია და დევიდ ბექჰემები

საფეხბურთო მოდა და 90-იანი წლები

ჩვენი თუ არ გჯერათ, კეიტ მოსს ჰკითხეთ...

საფეხბურთო მოდა და 90-იანი წლები

98-ის მუნდიალზე მიმავალ იუგოსლავიის ნაკრებს სხვა ინტერესები ჰქონდა...

საფეხბურთო მოდა და 90-იანი წლები

რაიკაარდი, მალდინი და მარჯვნივ არსენალის იან რატი და კევინ კემპბელი

საფეხბურთო მოდა და 90-იანი წლები

'Spice Boys' - ლივერპულის ცნობილი პოზიორობა 1996 წლის ასოციაციის თასის ფინალის წინ

საფეხბურთო მოდა და 90-იანი წლები

პოლ გასკოინის რიგითი გამოსასვლელი ზედა...

საფეხბურთო მოდა და 90-იანი წლები

რკინის ფარდის ჩამოშლის შემდეგ, ნიუ იოკრში მოხვედრილი საბჭოთა მოქალაქესავით ერიკ კანტონა შეიძლება მართლა გამოიყურება, მაგრამ შეხედეთ დიეგო სიმეონეს...

საფეხბურთო მოდა და 90-იანი წლები

რიგითი ოჯახური ვახშამი მილანში...

საფეხბურთო მოდა და 90-იანი წლები

თუ აქსესუარების ჩამონათვალში სათვალე მოგაკლდათ...

საფეხბურთო მოდა და 90-იანი წლები

სიმეონე კარგად გამოიყურება, ეს მისი თანამემამულე ალბათ არც ისე...

 

კომენტარები

ბოლო ამბები