Thumbnail

'მზადაა, ნებისმიერს ეჩხუბოს' - მერაბ დვალიშვილი TOP 5 პერსპექტიულ მებრძოლში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • mmaboxing-მა დვალიშვილი პერსპექტიულ მებრძოლთა შორის დაასახელა
  • საიტი 29 წლის ქართველ სპორტსმენში ვარსკვლავურ პოტენციალს ხედავს

შერეული ორთაბრძოლების ქართველი სპორტსმენი მერაბ დვალიშვილი იმ ხუთ მებრძოლს შორის დაასახელეს, რომლებმაც შეიძლება უახლოეს მომავალში სახელი მთელ მსოფლიოში გაითქვან. 29 წლის ქართველი სპორტსმენი პერსპექტიულთა შორის mmaboxing.ru-მ დაასახელა.

"წამყვანი პრომოუშენები ყოვველთვის ეძებენ ახალ ვარსკვლავებს. ისეთი ორგანიზაციის როსტერებში, როგორებიც არის: UFC, Bellator და ONE Championship, არის რამდენიმე ბიჭი, რომლებსაც შეუძლიათ ხვალ გაისროლონ", - წერს საიტი, რომელიც მერაბს ასე ახასიათებს:

"მსუბუქი წონაში მოასპარეზე ქართველმა მებრძოლმა UFC-ში კარიერა არცთუ წარმატებით დაიწყო. მან ოქტაგონზე პირველი ორი ორთაბრძოლა დათმო, თუმცა ფრენკი სეანსთან მისი ბრძოლა მსაჯთა საკმაოდ საეჭვო გადაწყვეტილებებით, ხოლო რიკი სიამონთან საკამათო ტექნიკური მარცხით გამოირჩა. მაგრამ ამის შემდეგ დვალიშვილმა ზედიზედ სამი გამარჯვება იზეიმა, რითაც კვლავ გამოაცხადა თავისი ამბიციების შესახებ. 

ქართველი მბოჭავი გრეპლერია, რომელიც გამუდმებით ავითარებს დარტყმის ტექნიკას. ის მზადაა ეჩხუბოს ნებისმიერს, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. მას აქვს ვარსკვლავური პოტენციალი და UFC-მა ის აუცილებლად უნდა გამოიყენოს".

მერაბ დვალიშვილი UFC-ში 2017 წლიდან გამოდის და იქ გამართული ხუთი ბრძოლიდან ბოლო სამი მოგებული აქვს. ამ წლის თებერვალში ჩაგარებულ ბოლო შეხვედრა მერაბმა კანადელი კეისი კენი დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები