Thumbnail
  • გერმანულმა გრანდმა მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
  • ფლიკის გუნდი ბუნდესლიგის ლიდერია და ჩემპიონთა ლიგაშიც წინ მიიწევს

მიუნხენის ბაიერნის 55 წლის მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა გუნდთან კონტრაქტი გააგრძელა.

ის, რომ გერმანული გრანდი მასთან თანამშრომლობის სამომავლოდაც აპირებდა, თვის დასაწყისში გაცხადდა, დღეს კი, ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიალი შედგა.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, ფლიკი ბაიერნში 2023 წლის აპრილამდე იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ ჰანსიმ ბავარიელები გასულ წელს ჩაიბარა და მის ხელში გუნდს 22 მატჩში 18 მოგება, 1 ფრე და 3 მარცხი აქვს.

ბუნდესლიგის 25 ტურის თავზე მიუნხენელები პირველ ადგილზე იმყოფებიან და დორტმუნდის ბორუსიას 4 ქულით უსწრებენ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი, ლონდონის ჩელსისთან პირველი მატჩი 3:0 აქვთ მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები