Thumbnail

პსჟ-ს ჩემპიონად გამოაცხადებენ - ფრანგებმა გადაწყვეტილება მიიღეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საფრანგეთის ჩემპიონატის გამარჯვებულად დედაქალაქური პსჟ გამოცხადდება. ამ ინფორმაციას ეკიპის მთავარი რედაქტორის თანაშემწე ჟოელ დომენიგეტი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ჩემპიონატები ოფიციალურად დასრულებულია. სატურნირო ცხრილში ადგილები განაწილდა. პსჟ ლიგა 1-ის ჩემპიონია”, - წერს ის სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ჩემპიონთა ლიგაში ასევე ითამაშებენ მარსელი და რენი, ევროპის ლიგაში თამაშის უფლებას კი ლილი, რეიმსი და ნიცა მიიღებენ.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ელიტარულ დივიზიონს ამიენი და ტულუზა დატოვებენ, ლიგა 2-დან კი ლორიანი და ლანსი აღზევდებიან.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის შეწყვეტის ჟამს პსჟ მეორედაგილოსან მარსელს 12 ქულით უსწრებდა, ამდენად, პარიზელთა ჩემპიონად გამოცხადება ლოგიკურიც გახლდათ, დანარჩენი გადაწყვეტილებები კი, ალბათ, კამათს გამოიწვევს.

ლიგა 1-ში ბოლო მატჩი 13 მარტს ჩატარდა, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა კი სულ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში სპორტული ღონისძიებების ჩატარება აგვისტომდე აიკრძალა.

ამ დროისთვის, საფრანგეთში კორონავირუსით 166 420 ადამიანია ინფიცირებული, 24 0876 კი გარდაიცვალა. მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვი 3 240 038-ს აღწევს, ხოლო 228 877 გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები