Thumbnail

კიდევ ერთი ხმა პიშოს - კუნძულელთა მხარდაჭერა არგენტინელს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მსოფლიო რაგბის პრეზიდენტობისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა
  • სამოელებმა გადაწყვიტეს, რომ პიშოს პრეზიდენტობა უკეთესია

წყნარი ოკეანის მორაგბეთა გაერთიანების პრეზიდენტმა დანიელ ლეომ განაცხადა, რომ მსოფლიო რაგბის პრეზიდენტობისთვის მებრძოლ აგუსტინ პიშოს კიდევ ერთი ხმა მიემატა. არგენტინელ კანდიდატს მხარს სამოას რაგბის კავშირი უჭერს.

''როგორც ვიცი, ყველა ხმა გადანაწილებულია და ახლა, შედეგებს ველით. რაგბისთვის ამ არჩევნებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ჩვენს თამაშს დიდი ცვლილებები სჭირდება. სამოელთა გარშემო ბევრი კითხვის ნიშანი იყო, თუმცა მათი რაგბის კავშირის პრეზიდენტი ამბობს, რომ მხარი აგუსტინ პიშოს დაუჭირა'' - განაცხადა დანიელ ლეომ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რაგბის პრეზიდენტობისთვის ინგლისელი ბილ ბომონტი და არგენტინელი აგუსტინ პიშო იბრძვიან. ეს უკანასკნელი სიახლეების მოყვარულია და სურს, რომ რაგბის მეორე ეშელონის ქვეყნები განვითარდნენ, რასაც ბომონტზე ვერ ვიტყვით. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის დაუჭირა მხარი საქართველოს რაგბის კავშირმა.

კომენტარები

ბოლო ამბები