Thumbnail

არსენალმა მილანს მეორედაც მოუგო, დორტმუნდი და ლიონი გავარდნენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ევროპალიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები (00:05).
  • არსენალი 3:1 მილანი - მსაჯებისა და დონარუმას შეცდომები.
  • ზალცბურგი 0:0 დორტმუნდი - ზალცბურგის უდიდესი წარმატება.
  • ლიონი 2:3 ცსკა - დიდი სენსაცია ლიონში.

არსენალი 3:1 მილანი

  • 0:1 ჩალჰანოღლუ (35), 1:1 უელბეკი (39), 2:1 ჯაკა (71), 3:1 უელბეკი (86)

ევროპალიგის მერვედფინალური ეტაპის ცენტრალური შეხვედრა ლონდონში, არსენალსა და მილანს შორის გაიმართა. ‘’ემირეიტს სტედიუმზე’’ შეკრებილმა გულშემატკივარმა კარგი მატჩი იხილა. მილანმა თამაში აქტიურად დაიწყო, ანდრე სილვას შეხვედრის დასაწყისშივე შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ მისი დარტყმა მცირე მანძილით აცდა არსენალის კარს. მილანი 35-ე წუთზე ჰაკან ჩალჰანოღლუს ულამაზესი გოლით დაწინაურდა. ოსპინას ამ ბურთის მოგერიების ან დაჭერის შანსი არ ჰქონდა. არსენალმა ზუსტად 4 წუთში გაათანაბრა. იონას ერიქსონის თანაშემწემ დიდი შეცდომა დაუშვა - მთავარის მსაჯის ასისტენტი უელბეკის სიმულაციას წამოეგო და თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა შეასრულა. არსენალმა გაათანაბრა - 1:1.

მეორე ტაიმის 71-ე წუთზე ჯაკას დარტყმა დონარუმამ უხეიროდ მოიგერია და არსენალი წინ გავიდა. უელბეკმა მატჩს წერტილი 86-ე წუთზე დაუსვა. ინგლისელმა ფორვარდმა მილანთან დუბლი შეასრულა და არსენალი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.


უგოლო ფრით დასრულდა ზალცბურგისა და დორტმუნდის მატჩი. ავსტრიელები მეოთხედფინალში გავიდნენ, რითიც ევროპალიგაზე პირველი ავსტრიული კლუბი გახდნენ, რომელმაც ამ ეტაპამდე გააღწია.

ლიონმა 9 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.

წააგო ლიონმა. ამ ფრანგულ კლუბს საკუთარ მოედანზე ფინალის თამაში არ ეღირსა. მოსკოვის ცსკამ ლიონს 3:2 მოუგო და მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე წააგო - მომდევნო ეტაპზე გავიდა. გათამაშებას 8 კლუბი შემორჩა და რვავე კლუბი სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენს.

კომენტარები

ბოლო ამბები