Thumbnail

სესკი: ჩემი დიდი ბებია სუპერგმირია, მან კორონავირუსი დაამარცხა 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მონაკოს ესპანელი ნახევარმცველის, სესკ ფაბრეგასის დიდი ბებია გამოჯანმრთელდა
  • სესკმა 4 თვის ხელფასზე უარი თქვა და გასამრჯელოს 30%-ით დაკლებაზე დათანხმდა

მონაკოს 32 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ მისმა 95 წლის დიდმა ბებიამ კორონავირუსი დაამარცხა, ბოლო ტესტის პასუხი უარყოფითია...

რამდენიმე დღის წინათ, სესკი ტვიტერზე წერდა, რომ ბარსელონაში მისი დიდი ბებია დაინფიცირდა, ახლა მან ძალზე პოზიტიური "ტვიტი" გამოაქვეყნა:

"ჩემი დიდი ბებია ნამდვილი სუპერგმირია, მან კორონავირუსი დაამარცხა. თუმცა ეს შესაძლებელი არ იქნებოდა ექიმებისა და ექთნების გმირობის გარეშე".

ფაბრეგასმა 4 თვის ხელფასი მთლიანად დათმო იმისთვის, რომ მონაკო პანდემიის გამო, ფინანსურ კრიზისს გაუმკლავდეს, მან ასევე თანხმობა განაცხადა ხელფასის 30%-ით დაკლებაზე. ამის წყალობით, მონაკო 2 მილიონ ევროზე მეტს დაზოგავს.  

კომენტარები

ბოლო ამბები