Thumbnail

ერთა ლიგის ახალი სეზონის სტარტი გადაიწევს - უეფა ორ ვარიანტს განიხილავს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

კორონავირუსის პანდემიის გამო, სავარაუდოდ, უეფას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურნირის სტარტი გადაიწევს. საუბარია რიგით მეორე, 2020-21 წლების ერთა ლიგაზე, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც გამოდის და რომლის პირველი მატჩები სექტემბერში დაიგეგმა.

📋 მეტი ამ თემაზე:

უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები, უკვე არსებული კალენდრის თანახმად, 2020 წლის შემდგომით, სამი სანაკრებო ფანჯრის პერიოდშია გათვალისწინებული: 3-8 სექტემბერს, 8-13 ოქტომბერს და 12-17 ნოემბერს. ამ შემთხვევაში ნაკრებებს ერთი ფანჯრის პერიოდში ორ-ორი მატჩის გამართვა უწევთ. 

მაგრამ როგორც ბრიტანული მედია იუწყება, პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო, უეფა სექტემბრისა და ოქტომბრის საკლუბო ფეხბურთისთვის დათმობას აპირებს, შესაბამისად, სანაკრებო მატჩებისთვის ახალი ვადები უნდა დადგინდეს. განიხილება ორი ვარიანტი:

პირველი: უეფა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩს ნოემბერ-დეკემბერში ჩაატარებს. ამ შემთხვევაში, თითოეულ გუნდს 2020 წლის ბოლოს 6 თამაშის გამართვა მოუწევს. რაც შეეხება 2021 წლისთვის დაგეგმილ მატჩებს, ისინი კალენდით გათვალისწინებულ ვადებში ჩატარდება.

მეორე ვარიანტის თანახმად, უეფა საერთაშორისო მატჩებისთვის ფანჯრებს 2020 წლის ნოემბერში, 2021 წლის მარტში, ივნისსა და სექტემბერში დაამატებს. 

უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშება სექტემბერში უნდა დაწყებულიყო

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის რიგით მეორე, 2020/21 წლების სეზონში C ლიგაში გამოვა, სადაც მე-2 ჯგუფში მეტოქეებად ჩრდილოეთ მაკედონია, ესტონეთი და სომხეთი ჰყავს. 

არსებული კალენდრის თანახმად, საქართველოს ნაკრებმა 5 სექტემბერს სტუმრად ესტონეთთან, ხოლო 8 სექტემბერს შინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან უნდა ითამაშოს, 8 და 11 ოქტომბერს კი გასვლითი მატჩები აქვს, შესაბამისად, სომხეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ამავე კალენდრით, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში გამოსვლა შინ სომხეთსა და ესტონეთთან, შესაბამისად, 13 და 16 ნოემბერს გასამართი შეხვედრებით უნდა დაასრულოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები