Thumbnail

PUBG Crew challenge | ქართული გუნდი ევროპის საუკეთესო ათეულში მოხვდა

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • 13- Red PUBG CREW CHALLENGE-ის საუკეთესო ათეულში მოხვდა
  • ეს ქართული გუნდისათვის უპრეცენდენტო შედეგია

კიბერსპორტი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში და, ამ ტრენდს ქართველმა გეიმერებმაც მშვენივრად აუწყვეს ფეხი. ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ ონლაინ მულტიფლეიერ PUBG mobile-ს ტურნირ Crew challenge-ზე, ქართული გუნდი ევროპის საუკეთესო ათეულში მოხვდა.  13-Red-მა ტურნირში მე-7 საპრიზო ადგილი დაიკავა.

Crew challenge-ში მოთამაშეები წინასწარ შედგენილ გუნდებთან ერთად რეგისტრირდებიან. თითოეულ გუნდში მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 6 მოთამაშე შედის. აქედან, 4 თამაშობს, დანარჩენი ორი კი რეზერვშია. ტურნირში მონაწილეობის მიღება მოთამაშეებს საკუთარი ტაბლეტის ან სმარტფონის გამოყენებით, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლიათ. ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპით იწყება, რის შემდეგაც 100 საუკეთესო გუნდი ირჩევა და ერთმანეთს უპირისპირდება.

ქართული გუნდი 13-Red, Clan-13-ის წევრია. კლანში სულ სამი გუნდი (13-Red, 13-Blue და 13-Girls) ერთიანდება, თითოეულ გუნდში 5 მოთამაშით. კლანი ოფიციალურად 2019 წლის თებერვალში შეიქმნა. გამარჯვებული გუნდის ლიდერი შოთა მექვაბიძეა, გუნდის წევრები კი გიორგი ნაცვლიშვილი, ცოტნე ოქროპირიძე, ოთო ბასილაძე, გიორგი სილიგავა და ნიკა ქებაძე.

გააკეთე ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ PUBG-ის?

კლანის ლიდერის განმარტებით, ისინი PUBG-ის, მეორე წელია, ერთად თამაშობენ და სხვადასხვა ქართულ თუ უცხოურ ტურნირებშიც მიუღიათ მონაწილეობა. თუმცა, ევროპის 10 საუკეთესო გუნდში მოხვედრა, ჯერჯერობით, მათი ყველაზე დიდი გამარჯვებაა. აღსანიშნავია, რომ ამ თამაშში, მსგავსი შედეგისთვის, სხვა არც ერთ ქართულ გუნდს მიუღწევია.

კომენტარები

ბოლო ამბები