Thumbnail

'ერთა ლიგა საქართველოს 6 ერისთვის მოამზადებს' - RugbyPass-ის პროექტი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • RugbyPass მსოფლიოს ერთა ლიგის ახალ ფორმატზე
  • ექვსი ერი ამ ტურნირის წინააღმდეგ აღარ წავა

30 აპრილს სრულდება მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნები. კანდიდატი ორია ინგლისელი ბილ ბომონტი და არგენტინელი აგუსტინ პიშო. გამარჯვებულის ვინაობას მხოლოდ 12 მაისს შევიტყობთ...

RugbyPass-ის ჟურნალისტმა ალექს შოუმ, რომელიც ადრე Planet Rugby-ისთვის წერდა, სტატია მიუძღვნა არჩევნებისა და მსოფლიოს ერთა ლიგის (ერთა ჩემპიონატის) ტურნირის პროექტზე, რომელიც ბომონტმა და პიშომ ვერ განახორციელეს, თუმცა ორივე მათგანი ამტკიცებს, რომ ეს პროექტი ჯერ კიდევ ცოცხალია.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ერთა ლიგაში 12 ნაკრებს უნდა მიეღო მონაწილეობა, 6 ჩრდილო ნახევარსფეროდან, 6 სამხრეთიდან, იგეგმებოდა გავარდნა/აღმასვლის ვარიანტებიც. საბოლოოდ, მსოფლიო რაგბიმ, რომლის დღევანდელი თავმჯდომარეც ბომონტია, ვიცე-პრეზიდენტი კი პიშო, თავისი ვერ გაიტანა, ვერც ეს ტურნირი დაარსდა და ვერც ერთიანი სარაგბო კალენდარი შემუშავდა.

RugbyPass გვთავაზოვს მსოფლიოს ერთა ლიგის ჩასწორებულ ვარიანტს, რომლის წინააღმდეგიც პირველი დონის ქვეყნები არ წავლენ, რადგან ისინი მასში მონაწილეობას არ მიიღებენ. ვრცელი სტატიიდან ყველაზე საინტერესო ფრაზებს გთავაზობთ:

"შეიქმნას მეორე დონის ქვეყნების ჩემპიონატი, რომელშიც შევლენ: იაპონია, ჰონკონგი, ფიჯი, სამოა, ტონგა, ნამიბია, საქართველო, ესპანეთი, პორტუგალია, ურუგვაი, კანადა და აშშ.

თებერვალსა და მარტში მატჩები ჩრდილო ნახევარსფეროს ქვეყნებში გაიმართოს, აგვისტოსა და სექტემბერში კი - სამხრეთ ნახევარსფეროში. შინ და გარეთ თამაშიც შესაძლებელია, თუმცა ლოგიკურად ჯობს ერთ წრედ ჩატარდეს ტურნირი, ეს ხარჯებს დიდად დაზოგავს. 

სამაგიეროდ, ამ გუნდებს არ დააკლდებათ ივლისისა და ნოემბრის ტესტები, როცა მათ პირველი დონის ქვეყნებთან თამაშის საშუალება ექნებათ. ეს იმდენად მნიშვნელოვანია მათთვის, რომ მისი შეწირვა ერთა ლიგის გამო არ ღირს. ასე უკეთ გამოჩნდება, მაგალითისთვის, როდის იქნება მზად საქართველო ან ესპანეთი ექვსი ერისთვის. ტურნირი მეორე დონის ქვეყნების განვითარებას შეუწყობს ხელს

რაგბი მცირე სპორტია, ის ფეხბურთისა და ამერიკული სპორტების ჩრდილშია და ასე იქნება მუდამ, თუ არ განვითარდება. შესაძლოა, ეს ვარიანტი მეორე დონის ქვეყნების ჩემპიონატით არ იყოს ყველა პრობლემის გადაჭრის გზა, მაგრამ ის უკეთესი ვარიანტია, ვიდრე მსოფლიო რაგბი თავდაპირველად გვთავაზობდა". 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ, ბილ ბომონტმა ერთა ლიგის ახალ ვარიანტზე მოკლედ ისაუბრა, მან განაცხადა, რომ ასეთი ტურნირის მონაწილე საქართველოს ნაკრებიც შესაძლოა, გახდეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები