Thumbnail
  • გოლდენ სტეიტი სტეფ კარის გატრეიდებას აპირებდა
  • უორიორსის ექს-შეფი ამ ინფორმაციას უარყოფს
  • სამაგიეროდ, კრის პოლი ადასტურებს
  • CP3-მა დაასახელა მიზეზი, რის გამოც გოლდენ სტეიტზე უარი თქვა

2011 წელს გოლდენ სტეიტ უორიორსს სტეფ კარის და კლეი ტომპსონის კრის პოლში გაცვლა სურდა. ამის შესახებ ითან შტრაუსი (The Athletic) თავის წიგნში წერს.

გოლდენ სტეიტის ყოფილი გენერალური მენეჯერი ლერი რაილი ამ ინფორმაციას 95.7 The Game-თან იმნტერვიუში უარყოფს - მისი თქმით, ეს აბსოლუტურად არასწორი ინფორმაციაა. თუმცა თავად კრის პოლი, რომელიც მაშინ ნიუ ორლეანს ჰორნეტსში თამაშობდა, საპირისპიროს ამტკიცებს.

“ეს მართალი ამბავია!” - განუცხადა პოლმა Uninterrupted-ს. მისი თქმით, ტრეიდი მაშინ იმის გამო ჩაიშალა, რომ პოლს, რომელსაც კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდებოდა, უორიორსში გადასვლა არ სურდა.

“დასავლეთ სანაპიროზე თამაში არასდროს მინდოდა, - აღნიშნა კრის პოლმა, - აღმოსავლეთ სანაპიროზე გავიზარდე და არასდროს მინდოდა ლოს ანჯელესში, ან სადმე იქ თამაში, მაგრამ მერე ეს მაინც გავაკეთე.”

პოლი იმავე წელს მართლაც გაცვალეს - ლოს ანჯელეს კლიპერსში. მიუხედავად დიდი მოლოდინებისა, კრისი კლიპერსთან ერთად პლეი ოფის მეორე ეტაპს ვერ გაცდა. მერე იყო ჰიუსტონ როკეტსი (2017-2019), ახლა კი 34 წლის CP3 ოკლაჰომა სიტი თანდერში თამაშობს.

კომენტარები

ბოლო ამბები