Thumbnail

dynamo.kiev.ua-სთან ინტერვიუში 1994 წლის მუნდიალის ბომბარდირმა ოლეგ სალენკომ კიევის დინამოს დღევანდელი შემადგენლობიდან გიორგი წიტაიშვილი გამოარჩია. 

"ვის გამოვყოფდი დღევანდელი დინამოდან? წიტაიშვილს! ის ჯერ ბავშვია, მაგრამ მუდამ წინ მიიწევს. ყოველთვის ცდილობს გაამწვავოს. ჩანს მისი ვნება თამაშისადმი", - განაცხადა სალენკომ. 

შეგახსენებთ, რომ 19 წლის გიორგი წიტაიშვილი ქართველი ფეხბურთელის, კლიმენტი წიტაიშვილის ვაჟია. ის უკრაინის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ახალგაზრდულ გუნდებში უთამაშია. წიტაიშვილმა განაცხადა, რომ მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იწვევენ, თუმცა თავად უკრაინის ნაკრებიდან ელის მიწვევას.  

კომენტარები

ბოლო ამბები