Thumbnail

OG vs Alliance - ქართველი მოთამაშის, ირაკლი პერანიძის დებიუტი ახალ გუნდში

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ

დღეს, 21:00 საათზე, Dota 2-ის WePlay! Pushka League-ის პირველი დივიზიის თამაში გაიმართება, რომელშიც ქართველი მოთამაშის, ირაკლი 'w1sh' პერანიძის დებიუტი შედგება. ირაკლის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გუნდ OG-ში გადასვლის ინფორმაცია გუნდის ოფიციალურ ტვიტერზე, 24 აპრილს გავრცელდა. ქართველი მოთამაშე გუნდში Mid Laner-ის პოზიციაზე ითამაშებს. პანდემიის გამო, გუნდის ძირითადი მიდლეინერი, ტოპიას ტაავიტსაინენი კარანტინშია და თანაგუნდელებს მომავალ ტურნირებზე ვერ დაეხმარება, ანალოგიური პრობლემა იეიკ ნაი ჟენგსაც აქვს. სწორედ მათ ნაცვლად ჩაირიცხა კიბერსპორტის გიგანტში ქართველი გეიმერი.

გამოკითხვა

ვინ აიღებს პირველ კოშკს პირველი?

  • Nigma
  • Og

ირაკლი აქამდე ბრიტანული გუნდის Wind and Rain-ის წევრი იყო, რომელთან ერთადაც რამდენიმე საკვალიფიკაციო ჩემპიონატში გაიმარჯვა. თუმცა, ისეთი პრესტიჟული გუნდის შემადგენლობაში, როგორიც  OG-ია, ქართველ მოთამაშეს აქვს შანსი, DOTA 2-ის მსოფლიო თასი, The International მოიგოს.  OG-მ ამ ტურნირში, ორჯერ ზედიზედ, 2018 და 2019 წლებში გაიმარჯვა. ხოლო შვედურმა გუნდმა Alliance-მა, ამ ტურირზე ერთხელ, 2013 წელს მოიგო.

მატჩისთვის თვალის მიდევნება Twitch-ზე შეგიძლიათ. უგულშემატკივრეთ ქართველ მოთამაშეს და დადეთ ფსონი europebet.com-ზე!

კომენტარები

ბოლო ამბები