Thumbnail

4.5 მილიონი ევრო სეზონში - ფიორენტინა ამდენს იშვიათად იხდის

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • იტალიურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი ფედერიკო კიეზაა
  • 22 წლის თავდამსხმელის მიმართ არაერთი ევროპული გრანდი იჩენს ინტერესს

იტალიურ საფეხბურთო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი ფედერიკო კიეზაა. 22 წლის თავდამსხმელის მიმართ არაერთი ევროპული გრანდი იჩენს ინტერესს, მათ შორის ტურინის იუვენტუსი, მილანის ინტერი, მანჩესტერ იუნაიტედი და ლონდონის ჩელსი.

იტალიური სპორტული მედიის ცნობით, ფიორენტინას მესვეურებმა კიეზას ახალი კონტრაქტი შესთავაზეს, რომელიც 3 წელიწადზე იქნება გათვლილი, პირობები კი - მკვეთრად გაუმჯობესებული. ფიორენტინა მზადაა, კიეზას სეზონში 4.5 მილიონი ევრო უხადოს, რაც ფლორენციული კლუბისთვის იშვითი მოვლენაა. ჯამში, ფიორენტინა კიეზას 13.5 მილიონ ევროს სთავაზობს. საბოლოო გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელმა უნდა მიიღოს.

ფედერიკო კიეზა ფიორენტინას მთავარ გუნდში 2016 წლიდან ასპარეზობს. ამ პერიოდში, ფლორენციული გუნდის შემადგენლობაში 120-ზე მეტი შეხვედრა აქვს გამართული და 20-ზე მეტი გოლი გატანილი. ფედერიკომ იტალიის ეროვნულ ნაკრებში დაიმკვიდრა ადგილი.

კომენტარები

ბოლო ამბები