Thumbnail

ჯოშუა, ფიური თუ უაილდერი - თქვენს ფავორიტს ხმის მიცემით ასახელებთ

ენტონი ჯოშუა, ტაისონ ფიური თუ დეონტეი უაილდერი? ამ საკითხზე დავა დაუსრულებლად შეიძლება. ჩვენ არ გეკითხებით ვინ უფრო ძლიერია - ეს სამეული ამას რინგზე გაარკვევს. ჩვენ თქვენი პირადი ფავორიტი გვაინტერესებს. მის ძლიერ თუ სუსტ მხარეებზე კი ფეისბუქის პოსტის კომენტარებში შეგვიძლია მოგვწერო, ხმა კი ამ სტატიის ბოლოს, გამოკითხვაში შეგიძლია მისცე!

ტაისონ ფიური

ტაისონ ფიური წაუგებელი ჩემპიონია - 31-დან 30 გამარჯვებით. კრივის მანჩესტერელმა ლეგენდამ სულ ცოტა ხნის დეონტეი უაილდერი შთამბეჭდავად დაამარცხა. The Gipsy King-ისთვის ეს ყველაზე დიდი გამარჯვება არ ყოფილა - უაილდერთან ბრძოლებამდე მან დეპრესიას და სუიციდის მცდელობებს სძლია. მძიმე წონაში ფიური ბოლო 10 წლის ყველაზე დიდი ჩემპიონია - ამაზე ალბათ არავინ იდავებს.

დეონტეი უაილდერი

დეონტეი უაილდერი კრივში ყველაზე ძლიერი დარტყმის პატრონია. 42 გამარჯვებიდან The Bronze Bomber-მა 41 ნოკაუტით მოიგო - შედეგი, რომელსაც მაიკ ტაისონიც ხელს მოაწერდა. ერთადერთი ფიურისთან ვერაფერი გააწყო... პირველ ბრძოლაში ფიური, ფაქტობრივად, მკვდრეთით აღდგა - ისეთი ნოკდაუნიდან მოახერხზე წამოდგომა. წინ მესამე ბრძოლაა - უაილდერის ერთი დარტყმა და ბოლო წარუმატებლობა არავის ეხსომება. Bronze Bomber-ს ნაადრევად ნუ ჩამოწერთ.

ენტონი ჯოშუა

ენტონი ჯოშუა თანამედროვეობის ალბათ ყველაზე სრულყოფილი ათლეტია - მოკრივე, რომელიც სამ საჩემპიონო ქამარს ფლობს და დაცვა და შეტევა ერთნაირად კარგად ეხერხება. AJ-ს 24-დან 23 გამარჯვება აქვს და შთამბეჭდავი 21 ნოკაუტი. მისი ერთადერთი მარცხი უფრო შემთხვევითობად ჩანს და ამ წაგებისთვის რევანში უკვე აღებულია. წინ ფიურისთან, ან უაილდერთან ბრძოლებია. ჯოშუას ერთი გამარჯვება სჭირდება იმისთვის, რომ ხალხი მის ეპოქაზე ალაპარაკდეს.

გამოკითხვა

რომელია შენი ფავორიტი?

  • დეონტეი უაილდერი
  • ენტონი ჯოშუა
  • ტაისონ ფიური

 

კომენტარები

ბოლო ამბები