Thumbnail

'კუნძულის მეფე' - ირლანდიაში გაერთიანებულ ჩემპიონატს ჩაატარებენ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიაში საერთო ტურნირი გაიმართება
  • ტურნირის გამარჯვებულს 'კუნძულის მეფის' ტიტული ერგება

FAI (Football Association of Ireland, ირლანდია) და IFA (Irish Football Association, ჩრდილოეთი ირლანდია) კუნძულის ერთიანი საფეხბურთო ლიგის შექმნას განიხილავენ.

რამდენიმე ვარიანტიდან უმეტესობამ ეგრეთ წოდებული მე-4 სცენარი მოიწონა, რომლის მიხედვითაც - ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩემპიონატები კვლავ ცალ-ცალკე ჩატარდება, თუმცა შემდეგ 14 საუკეთესო გუნდი ერთიან ლიგაში ითამაშებს, რასაც პლეი ოფი მოყვება.

აღსანიშნავია, რომ ერთიან ლიგაში 8 ირლანდიური და 6 ჩრდილოირლანდიური კლუბი ითამაშებს. პლეი ოფის მეოთხედფინალში ოთხი საუკეთესო ეგრევე გადის, 8 გუნდი კი დანარჩენი 4 საგზურისთვის იბრძოლებს. 

2023 წელს ორივე ირლანდიას ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობა სურს

ჯერ არ დაუდგენიათ, რა ერქმევა საერთო ლიგას და რა ტიტულს ატარებს გამარჯვებული გუნდი - სამუშაო ვერსიაა "კუნძულის მეფე". აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ ირლანდია და ირლანდია 2023 წლისთვის U21 ევროპის ჩემპიონატის ჩატარებას აპირებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები