Thumbnail

1990 წლის ფინალის მსაჯი: 'მარადონა ყველაზე ცუდი ადამიანია, ვინც მინახავს'

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ფინალის მსაჯმა მარადონა გაიხსენა
  • დიეგო ისე იქცეოდა, რომ მისი გაძევება მატჩის დასაწყისშივე შეიძლებოდა
  • კოდესალმა ორი წითელი ბარათი აჩვენა და საკამათო პენალტი დანიშნა

მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ფინალი სკანდალური გამოდგა - ორი გაძევებით, ორი არდანიშნული პენალტით და დანიშნული პენალტით, რომელიც ან იყო ან არა. გერმანიის წინააღმდეგ თამაში არგენტინამ 9 კაცით დაასრულა, მარადონამ კი ცრემლები მსაჯის საფინალო სასტვენამდე ვერ დამალა და წაგება სწორედ მატჩის არბიტრს დააბრალა.

იტალიურმა "გაძეტა დელო სპორტმა" ინტერვიუ თამაშის მსაჯთან, მექსიკელ ედგარდო კოდესალთან ჩაწერა, რომელმაც მარადონა და ფინალი გაიხსენა:

"მარადონა ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე უნდა გამეძევებინა. როგორც კი რომში მაყურებელმა არგენტინის ჰიმნზე სტვენა დაიწყო, მარადონა მათ "Hijos de Puta" (ანუ მეძავის შვილებს) ეძახდა. მთელი თამაშის მანძილზე ის ყველას შეურაცხყოფას გვაყენებდა. წესებს რომ მივყოლოდი, წითელ ბარათს იმსახურებდა. ეჭვგარეშეა, რომ ის უდიდესი ფეხბურთელია, თუმცა ყველაზე ცუდი ადამიანი, ვინც მინახავს".

მონსონის გაძევება

მარადონა, რომ თამაშის დროს ძალიან გაბრაზებული იყო, რთული მისახვედრი არ არის. კოდესალმა ჯერ პედრო მონსონი გააძევა იურგენ კლინსმანის წინააღმდეგ ძალიან უხეში ვარდნისთვის, შემდეგ გაბრიელ კალდერონის წაქცევისთვის პენალტი არ დანიშნა, არგენტინის კარში დანიშნული ძალიან საკამათო პენალტის შემდეგ კი გუსტავო დესოტი იურგენ კოლერის წინააღმდეგ უხეშობისთვის გააგდო მოედნიდან. წითელი ბარათი ამჯერადაც აშკარა იყო.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ კლაუს აუგენტალერის წაქცევისთვის კოდესალს პენალტის მიცემა არგენტინის ნაკრების კარში იქამდეც შეეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები