Thumbnail

ნადალი და მარეი ჩოგბურთის მომავალზე - ამ სპორტს ყველაზე მეტად გაუჭირდება

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ნადალი და მარეი ფიქრობენ, რომ ჩოგბურთს სხვა სპორტებზე მეტად გაუჭირდება
  • მოთამაშეებს მოგზაურობა მუდმივად უწევთ, რაც პანდემიის პირობებში პრობლემაა

რაფაელ ნადალმა კორონავირუსის პანდემიით შექმნილი კრიზისისა და ამ კრიზისში ჩოგბურთის პერსპექტივის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ჩოგბურთს ყველაზე მეტად გაუჭირდება, რადგან მოთამაშეებს მუდამ სხვადასხვა ქვეყნებში ფრენა უწევთ. თუკი სპორტის სხვა სახეობებში ტურნირების უმეტესობა ერთი ქვეყნის ფარგლებში ტარდება, ჩოგბურთელებს კვირიდან კვირამდე დედამიწის სხვადასხვა კუთხეში უწევთ თამაში. ვირუსის გამო კი ფრენა და სხვა ქვეყნებში შესვლა გართულებულია.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ენდი მარეიმაც: "ძალიან გამიკვირდება სექტემბრამდე ჩოგბურთი რაიმე ფორმით თუ დაბრუნდება. ჩოგბურთი ერთ-ერთი ყველაზე ბოლოს დაბრუნდება, რადგან ამისთვის ნორმალურად მოგზაურობა უნდა შეგვეძლოს".

გასათვალისწინებელია სხვა საკითხიც: ჩოგბურთში მოთამაშეებს კლუბები ან სხვა ტიპის გაერთიანებები არ ეხმარება. უმეტეს შემთხვევაში, სპორტსმენებს თვითონ უწევთ მოგზაურობის, ცხოვრების, სასტუმროს და მსგავსი საკითხების მოგვარება. არსებული შეზღუდვების ფონზე, ეს ძალიან რთული იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები