Thumbnail
  • გარი პეიტონმა წინასასეზონო თამაშში ბულსს 19 ქულა ჩაუგდო და დასცინოდა
  • მაიკლ ჯორდანი მას სეზონის პირველივე შეხვედრაში გაუსწორდა

გარი პეიტონი NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი და ყველაზე გრძელი ენის პატრონი, ე.წ. Thrash talker-ია. პეიტონი ის იშვიათი კაცი იყო, ვინც ჯორდანის წინააღმდეგ ძალიან მაგარი დაცვა ითამაშა - ეს 96 წლის სუპერფინალებში მოხდა. ამჯერად, მან ის მომენტი გაიხსენა, თუ როგორ შეხვდა MJ-ს თავის პირველ სეზონში.

პირველი შეხვედრა 

'ეს 1990 წელს მოხდა. ჩემი პირველი სეზონი იყო ლიგაში და სეზონისწინა მატჩში ჩიკაგო ბულსს ვხვდებოდით. ჩემპიონობების მოგება ჯერ არ ჰქონდათ დაწყებული - მანამდე, ზედიზედ ორი პლეი ოფი დეტროიტმა მოუგო, მაგრამ ეს უკვე ჯორდანის ჩიკაგო იყო.

დრაფტის მეორე პიკი ვიყავი და საერთოდ არ მადარდებდა, ვინ იყო მაიკლ ჯორდანი. პარკეტზე რომ გამოვდიოდი, დავინახე. ვიცოდი, რომ კარგი მოთამაშე იყო, მაგრამ მეტი არაფერი განსაკუთრებული.

MJ-მ თამაშის დიდი ნაწილი სკამზე გაატარა. ამ დროს ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი, რომ ეს წინასასეზონო თამაში იყო, ჯორდანი ასეთ თამაშებში არ ინდომებდა და არ თამაშობდა. ბი-ჯეი არმსტრონგი მიყვანდა, 19 ქულა ჩავაგდე - ჩემი პირველი სეზონი იყო და გიჟივით მთელი თამაში ვლაპარაკობდი, არ ვჩერდებოდი. ბი-ჯეის დავცინოდი, ბულსის სკამს ჩავურბენდი და ჯორდანს დავცინოდი, მოთამაშეებს ზემოდან ვუყურებდი და თვალს-თვალში ვუყრიდი. თავი ძალიან მაგარი მეგონა.

ნამდვილი MJ

რამდენიმე კვირაში, ჩიკაგოს უკვე რეგულარული სეზონის პირველ თამაშში სიეტლში ვმასპინძლობთ. ამისთვის კარგად ვემზადები, ველოდები, მზად ვარ. ქალაქში ყველა ამ თამაშზე ლაპარაკობს და ჯორდანის ჩამოსვლას ელოდება. მე თავს კარგად ვგრძნობ - ვფიქრობ, წინა თამაშში 19 ჩავუგდე, ჯორდანს ახლაც მოვუგებ, რა პრობლემაა?!

თამაშზე გამოვედით და ხელს ვართმევთ ერთმანეთს. ჯორდანი არ მომესალმა. დემონსტრაციულად მიუბრუნდა ბი-ჯეი არმსტრონგს და ხმამაღლა, ისე რომ ყველას გაეგო, უთხრა: "ეს ბავშვი მე დამიტოვე (სიტყვასიტყვით მოიხსენია, როგორც fucking rookie)". მე გავიფიქრე: "კარგი, მოდი აბა ერთი..."

თამაში დაიწყო და ფილ ჯეკსონი ზედიზედ ოთხჯერ, ხუთჯერ კარნახობს კომბინაციას MJ-სთვის. მაიკლიც ზედიზედ ოთხჯერ, ხუთჯერ, ექვსჯერ აგდებს. ვხედავ, რომ საერთოდ სხვა დონეზეა. სხვაგან არის, ვიდრე მეგონა, რომ იყო.

პეიტონს და ჯორდანს ერთმანეთის წინააღმდეგ ბევრი თამაში აქვთ ჩატარებული

სულ რამდენიმე წუთში უკვე ჯარიმები მაქვს და სკამზე მსვამენ. მთელი თამაში ნორმალურად არ მითამაშია. ჯამში შვიდი თუ რვა წუთი გამომივიდა - არცერთი ქულა, MJ-ს კი 33 ჰქონდა!

მაგრამ ეს ყველაფერი ამით არ დასრულებულა: თამაშის ბოლოსკენ სიეტლის სკამთან მოვიდა. მე იქ ვზივარ, მწვრთნელიც იქვე დგას, მაიკლი პირდაპირ ჩემთან მოვიდა. ამ დროს თამაში ისევ მიდის. ყველას მას უყურებს. მკითხა: "შენ იყავი არა? სისულელეებს რომ ლაპარაკობდი სეზონის წინ და დაგვცინოდი?"

ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ამ დროს MJ გაბრაზებულიც კი არ იყო - ჩვეულებრივ ღეჭავდა საღეჭ რეზინს. მითხრა: "აქ ნამდვილი ამბები ხდება, კეთილი იყოს შენი მობრძანება NBA-ში პატარა ბიჭო!"

კომენტარები

ბოლო ამბები