Thumbnail

უკვე ოფიციალურად: იტალიაში ვარჯიშს იწყებენ - სეზონი ივნისში განახლდება?

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა

კვირა საღამოს იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ მოსახლეობას ოფიციალურად ამცნო, რომ 4 მაისიდან იტალია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს და შეზღუდვების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიხსნება.

ეს სპორტსაც ეხება: ნებადართული იქნება ინდივიდუალური ვარჯიში, ხოლო 18 მაისიდან კი დიდ ჯგუფებსაც შეეძლებათ წვრთნის პროცესის დაწყება. ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგი ორშაბათიდან სერია A-ს კლუბები ვარჯიშს დაიწყებენ - ჯერ ინდივიდუალური გრაფიკით, ხოლო ორი კვირის შემდეგ კი, მთელი გუნდით. უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად იქნება დაცული. 

ყველაფერი ამ გეგმის მიხედვით თუ წავიდა, სერია A-ს განახლება 2 ივნისის შემდეგ უნდა მოხდეს. სწორედ ამ დროს გადადის იტალია ახალ ეტაპზე.

გეგმის თანახმად, სერია A ივნისის დასაწყისში განახლდება და ივლისის მეორე ნახევარში დასრულდება. გუნდებს კვირაში ორი შეხვედრის ჩატარება მოუწევთ და 13 ტურის თამაშს დაახლოებით 45 დღე ანუ თვენახევარი ეყოფა. აგვისტოში კი იტალიური კლუბები უკვე ევროთასებზე ითამაშებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები