Thumbnail
  • გოგა გახოკიძის კომენტარი გავრცელებულ ცნობებზე
  • ინფორმაცია გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ ბორდოს ინტერესზე Leerosportnews-მა გაავრცელა

ბოლო ორი დღეა, აქტიურად ვრცელდება ცნობები გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ ფრანგული ბორდოს დაინტერესების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია Leerosportnews-მა გაავრცელა, რომელმაც ამ თემაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების ყოფილ ფორვარდ შოთა არველაძესაც სთხოვა. ჩაკვეტაძის მიმართ ბორდოს დაინტერესების შესახებ კომენტარი გიორგის პირად აგენტს, გოგა გახოკიძეს ვთხოვეთ, რომელმაც ეს ინფორმაცია უარყო.

“ბორდოს ინტერესი ჩაკვეტაძის მიმართ? არ არის ეს მართალი. ყველგან დაძაბული ვითარებაა და მათ შორის ბელგიაში. გიორგის ტრანსფერზე ლაპარაკი ამ ეტაპზე ნაადრევია. ალბათ, ევროპაში ფეხბურთი რომ განახლდება, მერე უფრო გამოჩნდება რეალობა. ეს კონკრეტული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ახლა მთავარია, რომ გიორგიმ თამაში დაიწყოს და მერე, იმედია, კარგი ვარიანტები გამოჩნდება,” - განაცხადა პოპსპორტთან საუბარში გოგა გახოკიძემ.

კომენტარები

ბოლო ამბები