Thumbnail

‘ჩავატაროთ კიდევ ერთი კარგი რბოლა!’ - მიხაელ შუმახერის ემოციური მიმართვა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფორმულა 1-ის ინსტაგრამის გვერდზე მიხაელ შუმახერის სიტყვები გაიხსენეს
  • ასე დაემშვიდობა შუმი ყველას 2012 წელს, ბრაზილიის გრანპრის წინ

ფორმულა 1-ის პრესსამსახურმა F1-ის ინსტაგრამის გვერდზე მიხაელ შუმახერის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც მის ემოციურ მიმართვას ასახავს. ეს არის ავტოსპორტის ლეგენდის სიტყვები მისი უკანასკნელი რბოლის წინ. ამ სიტყვებით შუმახერმა მიმართა მერსედესის გუნდს, ყველა მექანიკოსსა და ინჟინერს, ვისთან ერთადაც წლების მანძილზე მუშაობდა და თავის გულშემატკივრებს. ეს გახლდათ ბრაზილიის გრანპრი, რომლითაც მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონმა შუმიმ კარიერა დაასრულა.

მიხაელ შუმახერი ბოლო რბოლის დასრულების შემდეგ - ბრაზილიის გრანპრი, 2012 წელი

“ბიჭებო, სტარტისთვის ვემზადები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა მექანიკოსსა და ინჟინერს, ვისთანაც მიმუშავია. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც გვიყურებდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვინც გვიყურებდა ტელევიზორში, ვინც ჩვენთან ერთად იყოფდა ემოციებს და ვისაც ახარებდა ჩვენი წარმატებები. მადლობა ყველას, ვინც იზიარებდა ჩემს გატაცებას და ვნებებს. მადლობა ყველას ამ შესანიშნავი დროისთვის. ეს საუკეთესო მოგონებებია, მადლობა კიდევ ერთხელ. ახლა კი მოვიდა დრო, მოვაწყოთ კიდევ ერთხი ჩხუბი და ჩავატაროთ კარგი რბოლა!” - თქვა შუმახერმა.

შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის რეკორდსმენი (7 ტიტული) შუმახერი 2013 წლის 29 დეკემბერს მერიბელში (საფრანგეთი) თხილამურებით სრიალის დროს დაეცა და თავის ქალისა და ტვინის უმძიმესი დაზიანებები მიიღო. ფორმულა 1-ის ლეგენდის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, შუმი თვეების მანძილზე კომაში იყო.

წაიკითხე | 6 წელი მიხაელ შუმახერის ტრაგედიიდან - რა და როგორ მოხდა 2013 წლის 29 დეკემბერს

გერმანელი მას მერე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა - მისმა მეუღლემ შვეიცარიაში ვილა ფაქტობრივად კლინიკად გადააკეთა. წლებია, შუმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. მას მერე მისი არცერთი ფოტო ან ვიდეო-კადრი არ გავრცელებულა.

კიდევ ერთი კადრი შუმის ბოლო რბოლიდან

 

კომენტარები

ბოლო ამბები