Thumbnail

NBA | ბაზები იხსნება! კალათბურთელები ვარჯიშს მალე დაიწყებენ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

NBA-ში სავარჯიშო ბაზების გახსნა მოთამაშეებისთის პირველ მაისს იგეგმება. ამის შესახებ ცნობილი ჟურნალისტი ადრიან ვოინაროვსკი ‘ტვიტერზე’ წერს. მისი ინფორმაციით, ლიგის ხელმძღვანელობა კლუბებისთვის შესაბამისი უფლების მიცემას აპირებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ კლუბებს შეეძლებათ, გახსნან ბაზები ინდივიდუალური ვარჯიშებისთვის, ჯგუფური ვარჯიშები კი კვლავ აკრძალული იქნება.

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, NBA-ში სერიოზულად განიხილავენ ვარიანტს, რომლის მიხედვითაც, ჩემპიონატი ერთ ქალაქში უნდა გაგრძელდეს.

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ თითქმის მილიონს მიაღწია. გარდაცვლილია 54 265 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 118 162. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით სამ მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 200 000-ზე მეტი და გამოჯანმრთელდა 837 323 ადამიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები