Thumbnail

ტაისონს რინგზე დაბრუნება სურს - საგამოფენო ბრძოლები მაიკისთვის

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 53 წლის მაიკ ტაისონს რინგზე დაბრუნება და საგამოფენო ბრძოლებში ჩხუბი სურს
  • მაიკი ფორმაში შესვლასა და ჩხუბით ფულის შოვნას აპირებს

კრივის ლეგენდამ, მაიკ ტაისონმა განაცხადა, რომ რინგზე დაბრუნება სურს. მას უნდა, რომ სამ ან ოთხრაუნდიანი საგამოფენო ბრძოლები ჩაატაროს. ტაისონმა იუთუბის არხზე რეპერ T.I-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ფორმაში შესვლა და რინგზე დაბრუნება უნდა.

''მინდა სპორტდარბაზს დავუბრუნდე და ფორმაში შევიდე, რათა 3-4 რაუნდიანი ბრძოლების ჩატარება შევძლო, რითიც ქველმოქმედებისთვის და დამხმარე პერსონალისთვის ფულს გამოვიმუშავებ'', - განაცხადა ამერიკელმა მოკრივემ.

ის მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი იყო მძიმე წონაში. მაიკი რინგს 2005 წელს დაემშვიდობა, როცა ზედიზედ რამდენჯერმე შედარებით სუსტ მოკრივეებთან დამარცხდა.

საგამოფენო ბრძოლა ფულის შოვნისთვის იდეალური საშუალებაა. ფლოიდ მეივეზერმა 2018 წლის დეკემბერში იაპონელ კიკბოქსერ ტენშინ ნასუკავასთან იჩხუბა. მეტოქე პირველი რაუნდში დაანოკაუტა და 9 მილიონი გამომიმუშავა.

რთულია იმის ვარაუდი, რა თანხას იშოვის ტაისონი საგამოფენო ბრძოლით, მაგრამ მაიკი დიდი მონდომებით აგრძელებს მზადებას. ''გარკვეული თანხის გამომუშავებით დავეხმარები უსახლკაროებს, ნარკოტიკზე დამოკიდებულ ადამიანებს. მინდა, რომ ბრძოლებს საუკეთესო ფორმაში შევხვდე'', - განაცხადა ტაისონმა.

ტაისონმა პროფესიონალურ კარიერაში 58 ბრძოლა ჩაატარა. მან 44 მეტოქე ნოკაუტში გაუშვა, ხოლო საერთო ჯამში 50 მოგება დააგროვა

კომენტარები

ბოლო ამბები