Thumbnail
  • ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მცველმა სისინიომ საინტერესო ეპიზოდი გაიხსენა
  • რა მოხდა 2006 წლის მუნდიალის 1/4 ფინალის შემდეგ ბრაზილიელთა გასახდელში 

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მცველმა სისინიომ მედიასთან საინტერესო ეპიზოდი გაიხსენა, რომელიც მის თანამემამულე რონალდოსა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილ კაპიტანს, ზინედინ ზიდანს უკავშირდება. 

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ¼-ფინალში საფრანგეთის ნაკრებმა ბრაზილიის ეროვნულ გუნდს, ტიერი ანრის გოლით, ანგარიშით 1:0 მოუგო. მატჩის შემდეგ ბრაზილიელები გასახდელში დამწუხრებულები იყვნენ და როგორც სისინიო იხსენებს, მათთან შესვლა ზიდანმა დააპირა, რომელსაც რონალდოსთან მაისურების გაცვლა სურდა. 

2006 წლის მუნდიალი ფრანგი ვარსკვლავისთვისაც ცუდი გასახსენებელი გამოვიდა

"მას შემდეგ, რაც მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატიდან გამოვვარდით, ზიდანი ჩვენს გასახდელში შემოვიდა, რათა რონალდოსთვის მაისურა გაეცვალა, მაგრამ ატმოსფერო საშინელი იყო, რამდენიმე მოთამაშე ტიროდა. 

და მაშინ რონალდომ ზიდანს უთხრა: "ზიზუ, დამდე პატივი და წადი აქედან, რადგან ყველა ტირის და გაბრაზებულია. გილოცავ, გვაჯობეთ, მაგრამ გთხოვ, წადი". ამის შემდეგ ზიდანმა აიღო მაისურა და უხმოდ დაგვტოვა", - იხსენებს სისინიო.

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართა. საფრანგეთის ნაკრებმა ფინალში გააღწია, სადაც პენალტების სერიაში იტალიის ეროვნულ გუნდთან, პენალტების სერიაში დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები