Thumbnail

ჟირუს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს - შესაძლოა ფრანგმა კლუბი მაინც დატოვოს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ფორვარდი ჩელსიში სათამაშო დროის უქონლობას განიცდის
  • 33 წლის ფეხბურთელით რამდენიმე კლუბი ინტერესდება

ოლივიე ჟირუს ლონდონის ჩელსისთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულადმე აკავშირებდა, რომლის ამოწურვის შემდეგ, ფრანგს ინგლისური კლუბის დატოვება უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლო.

მიუხედავად ამისა, ხელშეკრულებაში იყო ფუნქტი, რომლის თანახმად, ჩელსის შეეძლო ფეხბურთელის კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაეხანგრძლივებინა. ლონდონურმა კლუბმა ეს უფლება გამოიყენა და ოლივიე ჟირუს კონტრაქტი 1 წლით გაუხანგრძლივა.

მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გაგრძელდა, მაინც დიდი შანსია, რომ 33 წლის მოთამაშემ კლუბი დატოვოს. მას შემდეგ, რაც ფრენკ ლამპარდი "არისტოკრატების" მთავარი მწვრთნელი გახდა, ჟირუს მცირე სათამაშო დრო ეძლევა და ის დიდ პერიოდს სათადარიგოთა სკამზე ატარებს.

სათამაშო დროის სიმცირის გამო, ხშირად იწერებოდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ჩელსის დატოვებდა. ფრანგის დამატებით რამდენიმე კლუბი ინტერესდება. სწორედ ამიტომ, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ ჟირუს კონტაქტი გაუხანგრძლივა, რათა იგი მომავალ ზაფხულს უფასოდ არ დათმოს.  

კომენტარები

ბოლო ამბები