Thumbnail

ქართველი კიბერსპორტსმენი Dota 2-ის ტოპ გუნდის წევრი გახდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ირაკლი პერანიძე OG-ს შემადგენლობაშია!

ბევრ თქვენგანს შეიძლება არც მისი სახელი ეუბნება რამეს და არც ორგანიზაციის დასახელება ეცნობა, რადგან კიბერსპორტი საქართველოში ნაკლებად პოპულარულია, და შესაბამისად, ამბავიც ნაკლებად მნიშვნელოვანი ჩანს. ეს ისეთივე წარმატებაა, ქართველი ფეხბურთელი, მაგალითად, ლივერპულის შემადგენლობაში რომ ჩარიცხულიყო.

OG ვიდეოთამაშ Dota 2-ის ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი და წარმატებული გუნდია, მათი სახელით მომავალ ტურნირებზე ქართველი პროფესიონალი მოთამაშე, ირაკლი 'W1sh' პერანიძე იასპარეზებს. პანდემიის გამო, გუნდის ძირითადი მიდლეინერი, ტოპიას ტაავიტსაინენი კარანტინშია და თანაგუნდელებს მომავალ ტურნირებზე ვერ დაეხმარება, ანალოგიური პრობლემა იეიკ ნაი ჟენგსაც აქვს. სწორედ მათ ნაცვლად ჩაირიცხა კიბერსპორტის გიგანტში ქართველი გეიმერი. 

ირაკლი აქამდე ბრიტანული გუნდის Wind and Rain-ის წევრი იყო, რომელთან ერთადაც რამდენიმე საკვალიფიკაციო ჩემპიონატში გაიმარჯვა. თუმცა, ისეთი პრესტიჟული გუნდის შემადგენლობაში, როგორიც  OG-ია, ქართველ მოთამაშეს აქვს შანსი, DOTA 2-ის მსოფლიო თასი, The International მოიგოს. სხვათაშორის, DOTA 2-ის ამ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, 2018 და 2019 წლებში სწორედ OG-მ მ გაიმარჯვა.

გამოკითხვა

ვინ აიღებს პირველ კოშკს პირველი?

  • Nigma
  • Og

OG ევროპული კიბერგეიმინგის კომპანიაა და მას თავდაპირველად Monkey Business ერქვა. გუნდის სახელი 2015 წლის ოქტომბერში შეიცვალა. OG-ს მთავარი სპეციალობა DOTA 2-ია. მათი შედარებით ახალბედა გუნდის პირველი დიდი მიღწევა 2015 წელს, ტურნირ Frankfurt Major-ზე გამარჯვებაა, სადაც Evil Geniuses-ის, CDEC Gaming-ის და Team Secret-ის გუნდები გაანადგურეს. 

იმის გათვალისწინებით, რომ OG-ს სულ 50 ტურნირში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათი შემოსავალი, რომელიც თითქმის 18 მილიონი დოლარის ტოლია, ორმაგად შთამბეჭდავია. გუნდის ყველაზე დიდ მიღწევად The International 2018-ში გამარჯვება უნდა ჩაითვალოს, რადგან მას პოპულარობა სწორედ ამ მოგებამ მოუტანა.

მიღწევებს შორის ასევე აღსანიშნავია Manila Major 2016-ზე გამარჯვებაც. OG ერთადერთი გუნდია, რომელმაც ეს ორი ჩემპიონატი თანმიმდევრობით მოიგო. ახალბედა გუნდს დიდი მომავალი აქვს, მათ პირველი 10 ტურნირიდან 5 გამარჯვებით დაასრულეს. Dota 2-ის  გარდა, კომპანიას გუნდი CS:GO-ს ტურნირებზეც გაჰყავს.

📋 წაიკითხე

კომენტარები

ბოლო ამბები