Thumbnail

კევინ დე ბრუინე საკუთარი თამაშით აღფრთოვანებულია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მსოფლიო პანდემიის დროს, ჟურნალისტებთან სასაუბროდ დე ბრუინმაც მოიცალა
  • მანჩესტერ სიტის ბელგიელი ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ მას სუსტი მხარე არ აქვს

მსოფლიო პანდემიის დროს, ჟურნალისტებთან სასაუბროდ კევინ დე ბრუინმაც მოიცალა და საკუთარ თავზე აღმატებულ ტონში ისაუბრა. მანჩესტერ სიტის ნახევარმცველი აღფრთოვანებულია საკუთარი თამაშით…

“როდესაც ვოლფსბურგში ვთამაშობდი, მქონდა ჩავარდნები და ამას ვგრძნობდი. ამიტომ, ბევრი ვიშრომე რომ ხარვეზები აღმომეფხვრა. ინგლისში ძალიან გავიზარდე როგორც ფეხბურთელი და ჩემი თამაშით უაღრესად კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, უნიკალური თამაშის სტილი მაქვს და ეს განსაკუთრებულობა მახარებს. არავის ვგავარ, რაც პირადად ჩემთვის, მნიშვნელოვანია. სანამ სეზონი შეწყდებოდა, ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სუსტი მხარე არ მქონდა. ყველა კომპონენტში მაღალ დონეზე ვთამაშობდი”. - განაცხადა კევინ დე ბრუინმა.

კომენტარები

ბოლო ამბები