Thumbnail
  • ჯასტინ გეიჯი დარწმუნებულია, რომ ტონი ფერგიუსონს დაამარცხებს
  • ამერიკელმა ხაბიბ ნურმაგომედოვთან შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა

MMA-ს ამერიკელმა მებრძოლმა ჯასტინ გეიჯიმ მსუბუქ წონაში UFC-ის მოქმედ ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვთან შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა. როგორც იცით, გეიჯის მომდევნო მეტოქე ტონი ფერგიუსონი იქნება - შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები მათ ჩხუბს 9 მაისს ელიან. ლოგიკურად, ფერგიუსონისა და გეიჯის შორის გამარჯვებული ნურმაგომედოვს უნდა შეხვდეს.

📋 მეტი ამ თემაზე

გეიჯი დარწმუნებულია, რომ ფერგიუსონის დამარცხებას შეძლებს და ხაბიბთან შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა: “ამ ქამარზე გაჩერებას არ ვაპირებ. ეს უბრალოდ კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება მწვერვალისკენ. ფერგიუსონთან გამარჯვების შემდეგ თავს UFC-ის ჩემპიონატ არ მივიჩნევ. ტონის ვცემ და მერე ხაბიბს შევხვდები. ჩემი მიზანია, რომ მსუბუქ წონაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ვიყო. მინდა, რომ ხაბიბი ჩემთან ბოლომდე დაიხარჯოს და ჩემი მოკვლა სცადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ პატივისცემას დავკარგავ,” - უთხრა გეიჯიმ MMA Mania-ს.

კომენტარები

ბოლო ამბები