Thumbnail
  • 'ამ ტრანსფერის შემდეგ, უკრაინაში სულ სხვაგვარი მომზადებით ჩავდიოდი'
  • უკრაინელმა ლეგენდამ საკლუბო და სანაკრებო ფეხბურთს შორის სხვაობაზე ისაუბრა

უკრაინის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ლიდერმა, ამჟამად კი, მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ იტალიის სერია A-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მილანში გადასვლის შემდეგ, მისი სათამაშო სტილი საგრძნობლად შეიცვალა.

“ამ ტრანსფერის შემდეგ, უკრაინის ნაკრებში სულ სხვაგვარი მომზადებით ჩავდიოდი. იტალიაში, ფაქტობრივად, ყოველ სამ დღეში თამაში გვქონდა, თანაც ყველა მათგანში ბოლომდე უნდა დახარჯულიყავი. ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ის იყო, რომ მეტი გოლის გატანა დავიწყე.

მილანში გადასვლის შემდეგ, პირველივე საკვალიფიკაციო ციკლში სარეკორდო გოლები მომიგროვდა, რადგანაც მილანში მომენტების რეალიზაციის პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად გავზარდე. ვიცოდი, რომ სერია A-ში ბევრი შანსი არ მექნებოდა, ამდენად, ისინი მაქსიმალურად უნდა გამომეყენებინა.

შესაბამისად, ფორვარდისადმი მოთხოვნების რანგიც თავადვე გავზარდე. მახსოვს, როდესაც ნაკრების მწვრთნელად ვალერი ლობანოვსკი დაინიშნა, მან თქვა, რომ შევჩენკო იმ ფეხბურთს უნდა დავუბრუნოთ, რასაც ადრე თამაშობდაო. ეს, არ გამკვირვებია, რადგანაც კლუბში სხვაგვარი სტრუქტურა იყო, ნაკრებში კი – სხვა.

ეროვნულ გუნდში ფორვარდები არა მხოლოდ შეტევების დაგვირგვინებაზე, არამედ მათ ორგანიზებაზეც მუშაობდნენ. ნაკრების მწვრთნელები ამ პრობლემის წინაშე ყოველთვის იდგნენ და ახლაც ასეა: მათ ფეხბურთელების საკუთარ ხედვებზე გადაწყობა მცირე დროში უწევთ”.

შეგახსენებთ, რომ შევჩენკო მილანის ღირსებას 1999-2006 და 2008-09 წლების სეზონში იცავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები