Thumbnail
  • ლუის ენრიკემ ფედერაციას სთხოვა, ხელფასი დააკლონ
  • ნაკრების მწვრთნელი ამით ფედერაციას 375 ათას ევროს დაუზოგავს

დიარიო AS-ის ინფორმაციით, ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ლუის ენრიკემ სამეფო ფეხბურთის ფედერაციას მიმართა თხოვნით, რომ მას ხელფასი... 25%-ით შეუმცირონ.

ლუის ენრიკე ეროვნულ გუნდს მცირე იძულებითი შესვენების შემდეგ 2019 წლის ნოემბერში დაუბრუნდა. მისი ხელფასი წელიწადში 1.5 მილიონი ევროა. ასე რომ, ლუის ენრიკეს წყალობით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია 375 ათას ევროს დაზოგავს. მწვრთნელმა ეს ნაბიჯი იმით ახსნა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ფედერაციას ცუდი ფინანსური სიტუაცია აქვს. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, სანაკრებო მატჩები კარგა ხნით გადაიდო, ერთი წლით გადაიდო ევროპის ჩემპიონატი

კომენტარები

ბოლო ამბები