Thumbnail
  • 'როცა ჩამოვიდნენ, ამბობდნენ, რომ 3 თვეში ენას სრულყოფილად ისწავლიდნენ'
  • ევგენი მარკოვის თქმით, გუნდში მხოლოდ ქართველების დაჯგუფება არსებობს

ყაზანის რუბინის ფორვარდმა ევგენი მარკოვმა ვრცელი ინტერვიუ მისცა БИЗНЕС Online-ს და მათ შორის ქართველ ფეხბურთელებზეც ისაუბრა. როგორც ირკვევა, მარკოვს ის ფაქტი აწუხებს, რომ რუბინის ახალგაზრდა ქართველმა ლეგიონერებმა ხვიჩა კვარაცხელიამა და ზურიკო დავითაშვილმა რუსული ენის სწავლა ვერაფრით მოახერხეს.

მთავარ მწვრთნელს ლეონიდ სლუცკის არაერთხელ უთქვამს, რომ გუნდში არანაირი დაჯგუფებები არაა. ეს მართალია?

დიახ, ქართველების გარდა მართლაც არავის ვარჩევთ, რადგანაც მათთან დაკავშირებით განსხვავებული სიტუაციაა. ძალიან სასაცილო ბიჭები არიან. როდესაც ჩამოვიდნენ, ამბობდნენ, რომ ორ, მაქსიმუმ სამ თვეში რუსულს სრულყოფილად ისწავლიდნენ. უკვე თითქმის წელი გავიდა, მათ კი მხოლოდ 3 ფრაზა იციან: “გამარჯობა”, “როგორ ხარ?” და “ხელფასი როდის იქნება?”. ნუ რაღაც, ალბათ, კიდევ იციან, თუმცა, საუბარი ძალიან უჭირთ.

როგორც ვიცით, ახლა, რუბინმა ქართველ თარჯიმანზე უარი თქვა. ფიქრობთ, რომ ამიერიდან ისინი ენას მალე ისწავლიან?

არ ვიცი, თუმცა, ის თარჯიმანი ცალკე მოვლენა გახლდათ. მგონი, თავისი საშაურმე თუ სახინკლე ჰქონდა, რადგანაც სულ სადღაც გვეპატიჟებოდა, თუმცა, იქ ვერაფრით მოვხვდით. ძალიან მხიარული ბიჭი კი იყო: ერთხელ, როდესაც თეორიას გავდიოდით, ჩვენს მაშინდელ მწვრთნელს შარონოვს უხსნიდა, რომ “ფეხბურთელი აქეთ კი არ უნდა გაიქცეს, არამედ – იქითო”. ალბათ იმიტომ გაუშვეს, რომ ბიჭებმა რუსული სწრაფად ისწავლონ, თუმცა, ეს პლიუსია თუ მინუსი, არ ვიცი. ისინი მიზანთან ჯერ კიდევ შორს არიან”.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის კვარაცხელია რუბინში შარშან მოსკოვის ლოკომოტივიდან გადავიდა, მისი თანატოლი დავითაშვილი კი ყაზანელებს ასევე გასულ წელს თბილისის ლოკომოტივიდან შეუერთდა. სეზონის დასაწყისში რუბინში ბექა მიქელთაძეც ირიცხებოდა, ნიკა ყიფიანი კი რუსეთის მოქალაქეა და ადგილობრივთა ენაზე საუბარი არ უჭირს. 

კომენტარები

ბოლო ამბები