Thumbnail
  • სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი ივლისის ტესტებს არ აუქმებს
  • 'ბორჯღალოსნები' 'ქურციკებს' 18 ივლისს უნდა ეთამაშონ

დღეს სამხრეთ აფრიკის სარაგბო კავშირმა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, რამდენიმე ტურნირი გააუქმა და მკვეთრად შეამცირა ბიუჯეტი. სასიხარულოა ისაა, რომ სამხრეთაფრიკელებს არ გაუუქმებიათ ივლისის ტესტები, მათ კიდევ აქვთ იმედი, რომ მათი გამართვა შესაძლებელია.

შეგახსენებთ, რომ წესით, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს პორტ ელიზაბეთში "ნელსონ მანდელა ბეი არენაზე" მსოფლიოს თასის გამარჯვებულ სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებთან უნდა ეთამაშა. ეს მატჩი 18 ივლისს იყო დაგეგმილი. 12 აპრილს მედიაში გამოცხადდა, რომ "ქურციკების" ორი ტესტი შოტლანდიასთან გადაიდო, ხოლო მატჩი "ბორჯღალოსნებთან" სულაც გაუქმდა. საბედნიეროდ, ეს ინფორმაცია მართალი არ აღმოჩნდა.

2003 წლის მსოფლიო თასი. ბურთით დავით დადუნაშვილი

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა შეფმა ჟიური რუმ განაცხადა, რომ მათ კვლავ აქვთ იმედი, რომ ნაკრების ტესტმატჩები გაიმართება, მათ შორის დაპირისპირება საქართველოს ნაკრებთან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2003 წლის მსოფლიო თასზე შეხვდა სამხრეთ აფრიკის ნაკრებს და 19:46 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში გავიდა პირველი ქართული ლელო (დადუნაშვილი) მსოფლიო თასების ისტორიაში. ტესტებში საქართველო სამხრეთ აფრიკას არ შეხვედრია.

ივლისში საქართველოს ნაკრებს სამმატჩიანი ტურნე აქვს დაგეგმილი სამხრეთ აფრიკაში. ჟიური რუს დღევანდელი კომენტარიდან გაურკვეველია, რა ბედი ეწევა "ბორჯღალოსნების" მატჩებს ბლი ბულსთან და სამხრეთ აფრიკის A ნაკრებთან. 

"ჩვენ მალე ვარჯიშებს დავუბრუნდებით, თუმცა ჯერ მთავრობის რეკომენდაციებს მოვისმენთ და დავაკვირდებით მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს კორონავირუსთან დაკავშირებით", - განაცხადა რუმ. 

კომენტარები

ბოლო ამბები