Thumbnail

რეალი უეფას პასუხს ელის - სამეფო კლუბს დი სტეფანოზე თამაში სურს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რეალის თხოვნა ლა ლიგამ უკვე დააკმაყოფილა, ახლა გუნდში უეფას დასტურს ელიან
  • სამეფო გუნდში სურთ, რომ სანტიაგო ბერნაბეუს რეკონსტრუქცია დროულად დაიწყონ

მადრიდის რეალმა ლა ლიგას თხოვნით მიმართა, რომ სეზონის განახლების შემთხვევაში დარჩენილი შეხვედრები ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე გამართოს. ლა ლიგამ ეს თხოვნა უკვე დააკმაყოფილა, ახლა გუნდში უეფას თანხმობას ელიან.

უეფას მოთხოვნით კლუბებმა მატჩები იმ სტადიონებზე უნდა გამართონ, სადაც სეზონს იწყებენ, თუმცა გარკვეული რეგულაციების გამო, რომელიც კორონავირუსის პანდემიითაა გამოწვეული, შესაძლოა, უეფა დათმობაზე წავიდეს და რეალს 'ალფრედო დი სტეფანოზე' თამაშის უფლება მისცეს.

ლა ლიგის განახლების შემთხვევაში, კლუბებს ქომაგების გარეშე თამაში მოუწევთ, რის გამოც რეალს სურს 'სანტიაგო ბერნაბეუს' განახლება დროულად დაიწყოს და მატჩები სათადარიგო მოედანზე ჩაატაროს.

რეალმა საშინაო მატჩი 'სანტიაგო ბერნაბეუზე' 2-ჯერ ვერ ჩაატარა და ნეიტალურ სტადიონზე გამართული ორივე მატჩი მოგებით დაასრულდა. 1987 წელს პორტოსთან 'მესტალიაზე' და 1994 წელს რაიო ვალეკანოსთან 'ვისენტე კალდერონზე'.

კომენტარები

ბოლო ამბები