Thumbnail
  • უეფა კვლავ ითხოვს ეროვნული პირველობების დასრულებას, მაგრამ ტონი შერბილებულია
  • საქართველო V ბელარუსი, დიდი ალბათობით, ოქტომბერში გაიმართება

21 აპრილს უეფამ მორიგი ვიდეოკონფერენცია მოაწყო 55 წევრი ქვეყნის გენერალურმ მდივნებთან ერთად. ვიდეოკონფერენციის განხილვის თემა კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული კრიზისია ევროპულ ფეხბურთში. 

უეფამ "დაჟინებული რეკომენდაცია" გასცა, რომ აუცილებლად დასრულდეს ეროვნული ჩემპიონატები და თასის გათამაშებები, თუმცა ევროპული ფეხბურთის მთავარი ორგანო არც "განსაკუთრებულ გამონაკლისებს" გამორიცხავს. ასე რომ, უეფამ პირველად დაუშვა იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე ჩემპიონატი შესაძლოა, არც დასრულდეს და უბრალოდ საბოლოოდ შეწყდეს.

23 აპრილს უეფას მორიგი ვიდეოკონფერენციაა - ახლა უკვე უეფას აღმასკომის ეგიდით. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უეფა ევრო 2020-ის პლეი ოფების ჩატარებას ოქტომბერში ან ნოემბერში აპირებს. შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირში საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს, რომელმაც პლეი ოფის ნახევარფინალში ბელარუსის ნაკრებს უნდა უმასპინძლოს. 

ეს უეფას ვიცე-პრეზიდენტმა, უნგრელმა შანდორ ჩანიმ დაადასტურა. ჩანიმ ისიც აღნიშნა, რომ ამ თემაზე გადაწყვეტილებები არ მიუღიათ და ყველაფერი სიტუაციის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. ახლანდელი კალენდრით, ოქტომბერ-ნოემბერში უეფას 55-ვე წევრმა ქვეყანამ ერთა ლიგაზე უნდა ითამაშოს. 

დიდი ალბათობით, ერთა ლიგის მატჩები სექტემბერ-ოქტომბერში გაიმართება, ოქტომბერშივე იქნება ევროს პლეი ოფის ნახევარფინალები, ხოლო ნოემბერში - ფინალები. 

კომენტარები

ბოლო ამბები