Thumbnail
  • დავიდ ტრეზეგემ კარიერის საუკეთესო წლები ტურინის იუვენტუსში გაატარა
  • ვეტერანმა ფრანგმა თავდამსხმელმა მისთვის ყველაზე უხერხული მცველები გაიხსენა

დავიდ ტრეზეგემ კარიერის საუკეთესო წლები ტურინის იუვენტუსში გაატარა. ვეტერანმა ფრანგმა ფირვარდმა იტალიაში გატარებული წლები გაიხსენა და მცველთა ის ტანდემი დაასახელა, რომლის წინააღმდეგ თამაშიც ყველაზე მეტად უჭირდა.

ალესანდრო დელ პიერო, კლაუდიო მარკიზიო და დავიდ ტრეზეგე

“სერია A ყველაზე რთული ჩემპიონატია მსოფლიოში, რადგან იქ დაცვაში იდეალურად თამაშობენ. იუვენტუსში ვისწავლე, რომ ყველგან და ყოველთვის მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა გახვიდე მოედანზე. მიკვირდა, რომ ისეთი დიდი ფეხბურთელები, როგორებიც დელ პიერო და ზიდანი იყვნენ, ვარჯიშის შემდეგ რჩებოდნენ და სხვადასხვა კომპონენტებში ვარჯიშობდბენ. რომელ მცველთან იყო თამაში ყველაზე რთული? მალდინი და კოსტაკურტა უდიდესი მცველები იყვნენ, მაგრამ უფრო სუფთად თამაშობდნენ. ყველაზე მეტად ლაციოს მცველებთან: მიხაილოვიჩთან და კოუტუსთან თამაში მიჭირდა - როდესაც ერთად იდგნენ დაცვის ცენტრში, ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო!” - განაცხადა დავიდ ტრეზეგემ.

ძალიან ძლიერი ლაციოს დროინდელი ფოტო - ჯუზეპე ფავალი, სინიშა მიხაილოვიჩი და კლაუდიო ლოპესი

'ტრეზეგოლმა' იუვეში 10 წელი, 2000-დან 2010 წლამდე ითამაშა და 245 მატჩში 138 გოლი გაიტანა. მანამდე, ტრეზეგე საფეხბურთო სამყარომ მონაკოდან გაიცნო, სადაც 93 მატჩში 52 გოლი აქვს გატანილი. საფრანგეთის ნაკრებში მას 34 გოლი აქვს (71 შეხვედრაში).

კომენტარები

ბოლო ამბები