Thumbnail

სერია A-ს სეზონი ჩამთავრდება - ლიგამ გადაწყვეტილება მიიღო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

20 აპრილს იტალიური სერია A-ს ლიგის საბჭოს კრება გაიმართა, სადაც ოფიციალურად გამოცხადდა გადაწყვეტილება, 2019/20 წლების სეზონის დარჩენილი ნაწილის ჩამთავრების შესახებ. 

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო 26-ე ტურის შემდეგ შეწყდა. სატურნირო ცხრილის სათავეში ტურინის იუვენტუსია, რომელსაც 63 ქულა აქვს. მეორე პოზიციას რომის ლაციო იკავებს, რომელიც ლიდერს ქულით ჩამორჩება.

იტალიის ჩემპიონატი შესაძლოა მაისის ბოლოს განახლდეს

"ლიგის საბჭოს კრებამ ერთხმად დაამტკიცა თავისი განზრახვა, 2019/20 წლების სეზონის ჩამთავრების შესახებ, თუკი იტალიის ხელისუფლება დაგვრთავს ნებას, ეს ყველა წესის დაცვით, ყველა მონაწილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით განხორციელდეს.

სპორტული აქტივობის განახლება ე.წ. მეორე ფაზაში ფიფას და უეფას და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის (FIGC) მითითებების, ასევე სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად მოხდება", - ნათქვამია სერია A-ს ოფიციალურ საიტზე გაოქვეყნებულ განცხადებაში. 

სეზონის განახლების შემთხვევაში, მატჩები უმაყურებლოდ გაიმართება

20 აპრილის მონაცემებით, იტალია მსოფლიოში მესამე ადგილზეა კორონაცირუსით დაინფიცირებულთა რიცხვით. ქვეყანაში ინფექციის 181 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 24 ათასი ადამიანი, 48 ათასი კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

ბოლო ამბები