Thumbnail

'კარგი დაცვა, სუსტი ხელები' - შუგარ რეი ლეონარდმა მეივეზერის მამა გაიხსენა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • შუგარ რეი ლეონარდი ფლოიდის მამას იხსენებს
  • "უფროს ფლოიდს გასაოცარი დაცვა ჰქონდა, მაგრამ სუსტი ხელები."

"ამ ბიჭების გარეშე არ არსებობს შუგარ რეი ლეონარდი" - ასე იწყება ლეგენდარული მოკრივის ინტერვიუ, სადაც 'შუგარი' კარიერის მანძილზე ყველაზე რთულ და დიდი ტალანტის მქონე მოკრივეებს იხსენებს.

რეი ლეონარდი  სტატიაში ახსენებს ტომი ჰირნსს - როგორც ყველაზე სწრაფს, რობერტო დურანს - როგორც ყველაზე ჭკვიანს, მარვინ ჰელგერს - როგორც ყველაზე ძლიერს, მარკოს დელგადოს - როგორც ყველაზე ძლიერი ყბის მქონეს.

ხოლო, ყველაზე ძლიერი დაცვის მქონე მოკრივედ, შუგარ რეი ფლოიდ მეივეზერის მამას - ფლოიდ მეივეზრ უფროსს ასახელებს. "ფლოიდ უმცროსი მამას გავს, მაგრამ მისი მოხუცისგან განსხვავებით, მას ხალხის ნოკაუტში ჩაგდებაც შეუძლია."

"უფროს ფლოიდს გასაოცარი დაცვა ჰქონდა, მაგრამ სუსტი ხელები. ასევე ვილფრედ ბენიტესიც უნდა ვახსენო, მისი დაცვაც გამორჩეული იყო." - შუგარ რეი ლეონარდი კრივის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოკრივეა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა 5 სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები